აფხაზეთის რესპუბლიკა
აფხაზეთის რესპუბლიკა (აფხ. Аҧсны́ Аҳәынҭқа́рра, რუს. Республика Абхазия) — საქართველოს იურისდიქციაში შემავალი (მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ აღიარებული) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფორმირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, აღიარებული გაეროს 4 ქვეყნის მიერ: რუსეთის ფედერაცია (26 აგვისტო, 2008), ნიკარაგუა (5 სექტემბერი, 2008), ვენესუელა (10 სექტემბერი, 2008), ნაურუ (15 დეკემბერი, 2008).
სექციების სია
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დსთ-ს რეფერენდუმი აფხაზეთში (1991)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტი (1992-1993)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული საქართველო-აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტი 1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს მარცხით დასრულდა. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.
სეპარატიზმის პერიოდი (1993-1999)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1994 წლის 26 ნოემბერს „აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ მე-12 სხდომაზე, ვლადისლავ არძინბას მეთაურობით გამოცხადდა აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია.
თვითგამოცხადების პერიოდი (1999-2008)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1999 წლის 3 ოქტომბერს ჩატარდა „საყოველთაო რეფერენდუმი“.
1999 წლის 12 ოქტომბერს, 1999 წლის რეფერენდუმზე დაყრნობით მიიღეს „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აქტი[1].
ნაწილობრივ აღიარების პერიოდი (2008-დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2008 წლის განმავლობაში აფხაზეთის რესპუბლიკა აღიარა გაეროს ოთხმა ქვეყანამ და ოთხმა არაღიარებულმა სახელმწიფო წარმონაქმნებმა:
- გაეროს წევრი ქვეყნები
რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 26 აგვისტოს.
ნიკარაგუამ აფხაზეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 5 სექტემბერს.
ვენესუელამ აფხაზეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 10 სექტემბერს.
ნაურუმ აფხაზეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 15 დეკემბერს.
- ნაწილობრივ აღიარებული და არაღიარებული ქვეყნები
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2006 წლის 17 ნოემბერს.
- თარგი:ქვეყნის მონაცემები დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2006 წლის 17 ნოემბერს.
თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2006 წლის 17 ნოემბერს.
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2015 წლის 12 მაისი.
- აღარება უკან წაიღო ქვეყნებმა
ვანუატუმ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 2011 წლის 23 მაისს, გაიწვია 2013 წლის 20 მაისს[2].
ტუვალუმ ცნო აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 2011 წლის 18 სექტემბერს, გაიწვია 2014 წლის 31 მარტს[3].
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აფხაზეთის რესპუბლიკა დაყოფილია 6 რაიონად, ხოლო რესპუბლიკის ცენტრად სოხუმია გამოცხადებული:
- გაგრის რაიონი
- გუდაუთის რაიონი
- სოხუმის რაიონი
- გულრიფშის რაიონი
- ოჩამჩირის რაიონი
- ტყვარჩელის რაიონი
- გალის რაიონი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი
- თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტი
- თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური საიტი
- თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწოფებრივი დამოუკიდებლობის აქტი
- თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|