ფსხუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ფსხუ
Ԥсҳәы
Road to Pskhu.jpg
სოფლის შარაგზა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი სოხუმის მუნიციპალიტეტი
თემი ფსხუ
კოორდინატები 43°23′23″ ჩ. გ. 40°48′48″ ა. გ. / 43.38972° ჩ. გ. 40.81333° ა. გ. / 43.38972; 40.81333
ცენტრის სიმაღლე 620
მოსახლეობა 150 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ფსხუ — საქართველო
ფსხუ
ფსხუ — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ფსხუ

ფსხუ (აფხ. Ҧсҳәы) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სახმრეთ კალთაზე, ფსხუს ქვაბულში, მდინარე ბავიუს (ბზიფის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 620 , სოხუმიდან 150 კმ (მასთან დაკავშირებულია აგრეთვე საჰაერო მიმოსვლით).

მისი მოსახლეობა 2005 წლისთვის 150 ადამიანი იყო, ძირითადად რუსები. სოფელი ერთ დროს აფხაზი ფსხუს ტომებით იყო დასახლებული, ერთ-ერთი ბოლო ხალხი, რომლებიც რუსებმა კავკასიაში დაიპყრეს. რუსების შემოსვლის შემდეგ 1864 წელს თითქმის ყველა მათგანი თურქეთში გადაიხვეწა.

სოფელს ელექტროენერგიას ამავე მიდამოში ნაგები მცირე ჰიდროექლექტროსადგური აწვდის. აქვეა მცირე აერობილიკიც, რომელიც მცირე ზომის თვითმფრინავებს ემსახურება. სოფლის განაპირას მდგარი მთა ინალ-კუბა (ფსხუ-ნიხა, 1290 მ) აფხაზი ხალხის შვიდი სიწმინდიდან ერთ-ერთია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფსხუ&oldid=4451499“-დან