გულრიფშის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
გულრიფშის მუნიციპალიტეტი
აფხ. Гәылрыԥшь амуниципалитет
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური
რესპუბლიკა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი გულრიფში
კოორდინატები 42°55′52″ ჩ. გ. 41°06′06″ ა. გ. / 42.93111° ჩ. გ. 41.10167° ა. გ. / 42.93111; 41.10167
ფართობი 1835 კმ²
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (448)
საფოსტო ინდექსი 7000–7099
გულრიფშის მუნიციპალიტეტი — საქართველო
გულრიფშის მუნიციპალიტეტი
გულრიფშის მუნიციპალიტეტი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გულრიფშის მუნიციპალიტეტი

გულრიფშის მუნიციპალიტეტი[1] (აფხ. Гәылрыԥшь амуниципалитет) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1946 წელს გამოეყო სოხუმის რაიონს დღევანდელ საზღვრებში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და შავი ზღვის ვიწრო სანაპირო ზოლში. ჩრდილოეთით ესაზღვრება სტავროპოლის მხარე, დასავლეთით — სოხუმის, აღმოსავლეთით — ოჩამჩირის მუნიციპალიტეტები. სამხრეთით აკრავს შავი ზღვა. ფართობი 1834 კმ². რაიონული ცენტრი - დაბა გულრიფში.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულრიფშის რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი — კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და კრისტალური ფიქლებით. სამხრეთ კალთაზე ვიწრო ზოლად გავრცელებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული თიხაფიქლები და კვარციტები. მდინარეების ჩხალთისა და საკენის გასწვრივი ხეობები, აგრეთვე მდინარე კოდორის ხეობის ზედა და შუა მონაკვეთი აგებულია ლიახვის თიხაფიქლებით, ჩხალთის ქედის თხემი — ბაიოსური პორფირიტებით, ხოლო სამხრეთი კალთები — ზედაიურული და ცარცული კირქვებით; მდინარეების კელასურის, ამტყელისა და ჯამპალის სათავეებში გავრცელებულია შუიურული გრანიტოიდული ინტრუზიები. გორაკ-ბორცვიაბნი ზოლის აგებულებაში მონაწილეობენ ნეოგენური კონგლომერატები, ქვიშაქვები, თიხები, მერგელები. შავიზღვისპირა დაბლობი აგებულია მეოთხეული ასაკის რიყნარებით, ქვიშებით, თიხებით. გულრიფშის რაიონის წიაღისეული სიმდიდრეა ტყვია მცირე რაოდენობით, თუთია და ვერცხლი (ამტყელის, ხეცკვარის, გვანდრისა და საკენის აუზებში), კალა (ახუპაჭის მთაზე), დარიშხანი (სხაპაჭის ქედზე); არალუთონური საბადოებიდან - ბარიტი (გვანდრის და საკენის აუზებში). რაიონის ტერიტორიაზე ჩხალთის (აწგარა), საკენის, ყლიჩის და სხვა მდინარეთა ხეობებში არის მინერალური წყლები.

გულრიფშის რაიონის ოროგრაფია რთულია. მარუხის უღელტეხილიდან (2739 მ) მწვერვალ გვანდრამდე (3985 მ) კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედია. უმაღლესი მწვერვალი დომბაიულგენი (4046 მ), უღელტეხილები — მარუხი, კლუხორი, გონდრაი და სხვა. სამხრეთით მთავარი ქედის პარალელურად მიემართება ჩხალთის ქედი (მწვერვალი — 3026 მ). მდინარეებს კელასურსა და ამტყველს შორის მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ მერიდიანული განშტოება — სხაპაჭის ქედი. მდინარეებს კელასურსა და კოდორს შორის, შავი ზღვის სანაპირო ხაზის გასწვრივ, გორაკ-ბორცვიანი ზოლია, რომლის სამხრეთით ვრცელდება შავიზღვისპირა დაბლობი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[2] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ.
გულრიფშის სოხუმის 51 706 53 519 57 122 57 500 1956

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბერაძე თ., ლაშხია შ., მგელაძე კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 197-199.
  2. Georgia division