დავით თევზაძე
| დავით თევზაძე | |
თევზაძე 2002 წელს | |
| პრეზიდენტის მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 21 თებერვალი, 2022 |
| პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 28 აპრილი, 1998 – 17 თებერვალი, 2004 | |
| პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
| წინამორბედი | ვარდიკო ნადიბაიძე |
| მემკვიდრე | გელა ბეჟუაშვილი |
საქართველოს ელჩი ნატოში | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| თებერვალი, 2004 – ივნისი, 2004 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| დაბადებული | 30 იანვარი, 1949 სოხუმი, საქართველო |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| შვილები | 6 |
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი ნატოს სამხედრო კოლეჯი ჯორჯ მარშალის ევროპული ცენტრი აშშ არმიის სამეთაურო გენერალური შტაბის კოლეჯი |
| სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
| წოდება | გენერალ-ლეიტენანტი |
| პროფესია | ფილოსოფოსი, პედაგოგი, მეცნიერი, დიპლომატი, |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი, სამხედრო პირი, თანამდებობის პირი |
| ჯილდოები | |
დავით თევზაძე (დ. 30 იანვარი, 1949, სოხუმი) — ქართველი გენერალ-ლეიტენანტი (1998), საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1998 წლის აპრილიდან 2004 წლის თებერვლამდე. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1983).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ლიტერატურათმცოდნე დავით თევზაძის ოჯახში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1978 წელს — თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1983–1992 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო საქართველოს კარატეს ფედერაციის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი (1989).
1991 წელს თევზაძე მოხალისედ შევიდა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში და აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. სამხედრო კარიერის განმავლობაში იგი მეთაურობდა ბატალიონ „ორბს“, მოგვიანებით სწრაფი რეაგირების კორპუსის პირველ ბრიგადას, ხოლო შემდგომ — თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადას.
დავით თევზაძემ სამხედრო განათლება საზღვარგარეთ მიიღო: 1994 წელს გაიარა კურსები რომში, ნატოს თავდაცვის კოლეჯში, 1995 წელს — გერმანიის სტრატეგიული კვლევისა და თავდაცვის ეკონომიკის კოლეჯში, ხოლო 1996–1997 წლებში — აშშ-ის არმიის სამეთაურო და გენერალური შტაბის კოლეჯში. 1998–2004 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეირაღებული ძალების მთავარსარდლი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, 2004 წელს — საქართველოს ელჩი ნატო-ში. თადარიგში გასვლის (2004) შემდეგ დაუბრუნდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. 2017-2022 წლებში იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, 2022-2024 წლებში — საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მთავარი მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში.[1]
თევზაძე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს გენერალთა კლუბის იდეის ავტორი და თანადამფუძნებელი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი, ევროპულ იდეათა შესწავლის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ვიცე-რექტორი და საერთაშორისო ურთიერთობათა და უსაფრთხოების კვლევათა პროგრამების ლიდერი. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (1993).
დავით თევზაძე ცხოვრობს თბილისში. ჰყავს მეუღლე და ექვსი შვილი. მისი ძმა, „ქართული არმიის თანადგომის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ თევზაძე დაიღუპა თბილისში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 2000 წლის 1 ივნისს (მკვლელობა გამოუძიებელია).[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 646.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. „პირველი არხი“, 23.02.2022.
- ↑ "ჩემი ძმის მკვლელებივით დაუნდობლები ვიქნებით"- დავით თევზაძე ძმის გამოუძიებელი მკვლელობის შესახებ, newposts.ge, 1 ივნისი 2015.
| წინამორბედი: ვარდიკო ნადიბაიძე |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1998 – 2004 |
შემდეგი: გელა ბეჟუაშვილი |