გიორგი ბადრიძე (დიპლომატი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „გიორგი ბადრიძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი ბადრიძე.
გიორგი ბადრიძე და გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯასტინ მაკენზი სმითი თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრისას.

გიორგი ბადრიძე (დ. 13 მარტი, 1968, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, 2009–2013 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.[1]

1992 წელს დიპლომატიურ სამსახურში ჩადგომის შემდეგ სხვადასხვა თანამდებობები ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის ხელმძღვანელობდა დასავლეთ ევროპის სამმართველოს (1996–1998), ამერიკის დეპარტამენტს (2004–2006). 1999–2002 წლებში ეკავა თურქეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანისა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამედებობა.[1]

2007–2009 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (ელჩის მოადგილე) დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. 2009-2013 წლებში ეკავა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ამავე პერიოდში ეკავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგნელის თანამდებობა.[1]

2013 წლიდან არის რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მოწვეული ლექტორი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]