მაწიმისწყალი
მაწიმისწყალი აზერ. Mazımçay | |
---|---|
ქვეყანა |
![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
სათავე |
კახეთის კავკასიონი 41°54′30″ ჩ. გ. 46°25′50″ ა. გ. / 41.90833° ჩ. გ. 46.43056° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2720 მ |
შესართავი |
ალაზანი 41°38′08″ ჩ. გ. 46°15′54″ ა. გ. / 41.63556° ჩ. გ. 46.26500° ა. გ. |
სიგრძე | 39 კმ |
აუზის ფართობი | 326 კმ² |
მდინარის სისტემა | ალაზანი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
![]() ![]() |
მაწიმისწყალი, მაწიმი (აზერ. Mazımçay) — მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანში, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2720 მ. სიგრძე 39 კმ, აუზის ფართობი 326 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნა – ზაფხულ-შემოდგომაზე. იყენებენ სარწყავად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 523.