კლუხორის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლუხორის უღელტეხილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 2781 მ.

კლუხორის უღელტეხილიუღელტეხილი აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. კოდორის ხეობას აკავშირებს თებერდის ხეობასთან. სიმაღლე 2781 მ. აგებულია პროტეროზოური და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებითა და გრანიტოიდებით. კლუხორის უღელტეხილის მიდამოებში ალპური ლანდშაფტია. უღელტეხილზე გადადის სოხუმის სამხედრო გზა.

1942 წლის აგვისტოს მეორე ნახევრიდან მოყოლებული, უღელტეხილზე მიმდინარეობდა უმძიმესი ბრძოლები, საბჭოთა დივიზიები გმირულად ებრძოდნენ ნაცისტური გერმანიის არმიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]