თებერდა (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მდინარე თებერდა ქალაქ კარაჩაევსკისთან

თებერდამდინარე კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში, ყუბანის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 60 კმ. აუზის ფართობი 1080 კმ². კალაპოტი კენჭნარიანია, ჩახერგილია კაჭრით. არის ჩანჩქერები. შერეული საზრდოობის მდინარეა, ჭარბობს თოვლისა და მყინვარის წყლები (55%).

თებერდის აუზში დაახლოებით 100-მდე მყინვარია. მაქსიმალური წყლიანობა იცის ივლის-აგვისტოში. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 45 კმ-ზე 27,2 მ³/წმ. ზამთრობით ჩნდება თოში, მთლიანად არ იძგიფება. თებერდის ნაპირზეა კურორტი თებერდა, ქ. კარაჩაევსკი. ხეობაში გადის სოხუმის სამხედრო გზა. მდინარის ზემო დინებაშია თებერდის ნაკრძალი, ტურბაზები და ალპინისტური ბანაკები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]