ფხიტური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფხიტურს უღელტეხილი
კოორდინატები: 42°28′33″ ჩ. გ. 44°50′22″ ა. გ. / 42.47583° ჩ. გ. 44.83944° ა. გ. / 42.47583; 44.83944
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2653 
ქედი გუდამაყრის ქედი
ფხიტური — საქართველო
ფხიტური
ფხიტური — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ფხიტური

ფხიტური — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გუდამაყრის ქედზე, მდინარე საკერპის (ბაკურხევის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 2653 მ. მიდამოები აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, შემოსილია სუბალპური ბალახეულით. აკავშირებს მდინარე ბაკურხევის (გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი) აუზს მდინარე ბუჩუკურთის (ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) აუზთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]