განთიადი[3][4] (აფხ.Цандрыԥшь[5] [ცანდრჷფშ˜]; ყოფილი პილენკოვო — გადაერქვა 1943 წლის 26 ივნისს[6]; ყოფილი წანდრიფში[7]) — დაბაგაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდ. ცანდრიფშის ნაპირზე საქართველო-რუსეთის საზღვართან (გაგრიდან 15 კმ). დაბაზე გადის თბილისი-სოჭის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს.
აქ არსებობდა სოფელი ცანდრიფშ, რომელიც დასტურდება XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან. სახელწოდებას საფუძვლად უდევს ჯიქების თავადური საგვარეულოს ცანბა ფუძე და „ცანბების მხარეს, საცხოვრისს“ ნიშნავს. ცანბები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად 1864 წელს ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდნენ. XIX ს. 70-იან წლებში აქ რუსების, მოლდაველების, სომხების დასახლების შემდეგ მას პილენკოვო ეწოდა 1867-1876 წწ. შავი ზღვის ოკრუგის უფროსის, გენერალ დ. პილენკოს პატივსაცემად. XX ს. 20-იან წლებამდე ტერიტორია მდ. ბაღრიფსთასა და მდ. ფსოუს შორის შეადგენდა პილენკოვოს თემს, რომელიც სოჭის რაიონში შედიოდა. 1929 წელს ეს ტერიტორია საქართველოს სსრ გადაეცა. 1948 წელს პილენკოვოს ქართული სახელი განთიადი ეწოდა. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა განთიადს დაარქვეს ცანდრიფშ (Цандрыԥшь).
↑В. Е. Кәаҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002, ад. 176
↑საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949