მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
მეხადირი[1][2] (აფხ. Маҳадыр[3] [მაჰადჷრ]; ყიფილი ნაკადული, ყოფილი მეჰადირ — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4], მაჰადირი) — სოფელი და თემის ცენტრი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე მეხადირის ზემოთში. ზღვის დონიდან 250 მ, გაგრიდან 28 კმ.
მეხადირის თემში ასევე შედის სოფლები: ვაშლოვანი, ზეგანი, კლდიანი, მუხნარი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი XIX საუკუნიდან ფიქსირდება წყაროებში. 1935 წელს გაგრის რაიონის პილენკოვოს ს/საბჭოდან სოფლების ზემო მაჰადირის, ქვემო მაჰადირის, ოტლუკის (თურქ. საბალახო, 1948 წლიდან სოფ. კლდიანი), ვოსემსოტსკოეს, ევდოკიმოვკას, როგოჟინოს გამოყოფით შეიქმნა მაჰადირის ს/საბჭო ცენტრით ქვემო მაჰადირში. 1948 წელს მაჰადირს ქართული სახელი ნაკადული ეწოდა.[5] 1967 წელს ეწოდა მეჰადირი. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს მაჰადირ (Маҳадыр).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 137 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 137 | -- | -- |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 652.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 69.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 114.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 32, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
|