განთიადის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
განთიადის ტაძარი
Gantiadi, Georgia — Gantiadi Temple.jpg

განთიადის ტაძრის ნანგრევები

განთიადის ტაძარი (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 43°22′45″ ჩ. გ. 40°04′15″ ა. გ. / 43.3794167° ჩ. გ. 40.0709083° ა. გ. / 43.3794167; 40.0709083
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია აფხაზეთი
რაიონი გაგრის რაიონი
ადგილმდებარეობა განთიადი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ფუნქციური სტატუსი ტაძარი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ქართული, ბიზანტიური
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება 543 წელი

განთიადის ტაძარი — VI საუკუნის სამაფსიდიანი ბაზილიკა, რომელიც მდებარეობს დაბა განთიადში (გაგრის მუნიციპალიტეტი). აშენებულია VI საუკუნის I ნახევარში. მაგრამ არაერთხელ იყო გადაკეთებული VIII—X საუკუნეებში. 1576 წელს ნაწილობრივ დაინგრა ოსმალეთის შემოსევებისაგან. არის აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარი. ჩვენამდე მხოლოდ ბაზილიკის ნანგრევები შემორჩა.

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარგის სპეციალისტთა მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ ცანდრიფში სწორედ ის ტაძარია, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა აბაზგების ტომს მათი გაქრისტიანებისას აუგო. ბაზილიკის ნანგრევებში აღმოჩენილია თეთრი მარმარილოს საფლავის ქვის ფრაგმენტი, ბერძნული ასომთავრული წარწერით. როგორც ჩანს, ის ადგილობრივი საერო ან სასულიერო წარჩინებული პირის საფლავს განეკუთვნებოდა. წარწერა თარიღდება VI საუკუნით. ცანდრიფშის ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. იგი აგებულია საშუალო ზომის სწორი ფორმის კირქვის კვადრებით, მშენებლობისას გამოყენებულია ასევე სხვადასხვა ზომის ბრტყელი აგური.

ამჟამინდელი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. არსებული ინფორმაციით, ტაძარი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, საჭიროებს გადაუდებელ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.

ცანდრიფშის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. ჯაოშვილი, რ. რჩეულიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 680, თბ., 1977 წელი.
  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში,თბ.,2015