ცოდნისკარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ცოდნისკარი[1][2] (აფხ. Ԥхысҭа[3] [ფსხჷრთა]; ყოფილი შურინოვკა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში (მიქელრიფშის თემი), მდინარე ტროიცკის (ფხისთის ერთ-ერთი სათავე) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 550 მ, გაგრიდან 50 კმ, ლესელიძიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[5]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XIX ს. ბოლოს აქ შეიქმნა სოფელი შურინოვკა. ვ. კვარჭიას ცნობით, ადრე, ამ ადგილას იყო სოფელი ფხისთა. 1930 წელს შურინოვო მიქელრიფშის თემში შედიოდა. 1948 წელს შურინოვკას ქართული სახელი ცოდნისკარი ეწოდა.[6] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ფხისთა (Ҧхысҭа).
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 116 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 116 | -- | -- |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 240.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 123.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 204.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 32, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
|