შინაარსზე გადასვლა

გაგრაფსტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
გაგრაფსტა
აფხ. Гаграԥсҭа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი კოლხიდა
კოორდინატები 43°16′22″ ჩ. გ. 40°17′57″ ა. გ. / 43.27278° ჩ. გ. 40.29917° ა. გ. / 43.27278; 40.29917
მოსახლეობა 147[1] კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გაგრაფსტა — საქართველო
გაგრაფსტა
გაგრაფსტა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გაგრაფსტა
გაგრაფსტა — გაგრის მუნიციპალიტეტი
გაგრაფსტა

გაგრაფსტა[2][3] (აფხ. Гаграԥсҭа[4] [გაგრაფსთა], ყოფილი გაგრის ხეობა[5]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (კოლხიდის თემი), გაგრის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 100 მ, გაგრიდან 1,5 კმ.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[6]

XX საუკუნის პირველ ნახევარში გაგრისხეობა ეწოდებოდა. 1955 წელს გაგრაფსტა დაერქვა. მოქმედებდა მეცისტრუსეობის საბჭოთა მეურნეობა.

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 147 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1989 წ. აღწ.147----
  1. 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987.  გვ. 28.
  3. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009.  გვ. 41.
  4. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  6. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .