მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ათიძთა[2][3] (აფხ. Аҭыӡҭа[4] [ათჷძთა]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში (ბზიფის თემი), მდინარე ბზიფის მარჯვენა ნაპირზე, თბილის-სოჭის რკინიგზის ხაზზე. ზღვის დონიდან 40 მ, შავი ზღვიდან 8 კმ, გაგრიდან 16 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[5].
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1 785 ადამიანი.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, , 1997. — გვ. 75.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.