ბიბლიოთეკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბიბლიოთეკა (მრავალმნიშვნელოვანი).

ბიბლიოთეკა (ბერძნ. βιβλιοθήκη < βιβλίον — წიგნი; ბერძნ. θήκη — საცავი) — კულტურულ-საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო დაწესებულება, ბეჭდვით ნაწარმოებთა საზოგადოებრივი სარგებლობის ორგანიზატორი. სისტემატურად კრებს ბეჭდვითს ნაწარმოებებს, იცავს მათ, უწევს პროპაგანდას და გასცემს მკითხველებზე, ატარებს აგრეთვე საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მუშაობას.

ბიბლიოთეკების ისტორია საქართველოში[რედაქტირება]

საქართველოში ბიბლიოთეკების ისტორია უკავშირდება მონასტრების საქმიანობას. ეკლესია-მონასტრების დაარსებისთანავე წიგნსაცავის შექმნაზე ზრუნავდნენ. ყველა ეკლესია-მონასტერს თავისი წიგნსაცავი ჰქონდა. ბიბლიოთეკებს ძირითადად შემოწირული წიგნები შეადგენდნენ. X საუკუნეში უკვე მოწესრიგებული ჩანს წიგნების დაცვის, სარგებლობისა და აღნუსხვა-აღწერის საქმე. წიგნით სარგებლობა მხოლოდ საცავში შეიძლებოდა. დიდ კულტურულ-სამწიგნობრო ცენტრებს, რომლებიც გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით VIII-IX საუკუნეებში ტაო-კლარჯეთში შეიქმნა, თავისი ბიბლიოთეკა ჰქონდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.