შინაარსზე გადასვლა

ოტრადნოე (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ოტრადნოე
აფხ. Аӡаԥшь
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი კოლხიდა
კოორდინატები 43°16′21″ ჩ. გ. 40°16′25″ ა. გ. / 43.27250° ჩ. გ. 40.27361° ა. გ. / 43.27250; 40.27361
ადრეული სახელები სიხარული
ცენტრის სიმაღლე 80 მეტრი
მოსახლეობა 1055 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ოტრადნოე (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ოტრადნოე (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ოტრადნოე (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ოტრადნოე (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ოტრადნოე (გაგრის მუნიციპალიტეტი) — გაგრის მუნიციპალიტეტი
ოტრადნოე (გაგრის მუნიციპალიტეტი)

ოტრადნოე[1][2] (აფხ. Аӡаԥшь[3] [აძაფშჲ]; ყოფილი სიხარული, ყოფილი ოტრადნოე — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (კოლხიდის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში. ზღვის დონიდან 80 მ, გაგრიდან 4 კმ.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ეს იყო სოფელ კოლხიდის ნაწილი, სადაც XX საუკუნის დასაწყისში იყო პრინც ოლდენბურგის მამული „ოტრადნოე“. შემდეგ აქ შექმნილ სოფელსაც ოტრადნოე შეერქვა. 1948 წელს მას ქართული სახელი სიხარული ეწოდა.[5] 1955 წელს დაუბრუნდა სახელი ოტრადნოე. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა უწოდეს აძაფშ (Аӡаҧшь). სახელწოდება აფხაზურია (აძ — წყალი, იფშოუ-ფშ — წმინდა), შიიძლება იყოს „წმინდა წყალი“.

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1 055 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 1 055 -- --
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 605.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 79.
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 132.
  3. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 33, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023