შინაარსზე გადასვლა

რაფიწა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
რაფიწა
აფხ. Раԥыҵа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი ლიძავა
კოორდინატები 43°10′45″ ჩ. გ. 40°21′03″ ა. გ. / 43.17917° ჩ. გ. 40.35083° ა. გ. / 43.17917; 40.35083
მოსახლეობა 238 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
რაფიწა — საქართველო
რაფიწა
რაფიწა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
რაფიწა
რაფიწა — გაგრის მუნიციპალიტეტი
რაფიწა

რაფიწა[1][2] (აფხ. Раԥыҵа[3] [რაფჷწა]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ლიძავის თემი), შავიზღვისპირა ვაკე-დაბლობზე, მდინარე აძიდუს ნაპირას. ზღვის დონიდან 40 მ, გაგრიდან 29 კმ.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[4]

ეს არის ისტორიული სოფელი, რომელიც რაბიწა-ს სახელით ბიჭვინთის შემოგარენში იხსენიება „ბიჭვინტის იადგარში“ (XVI ს.) ოდიშის ერისთავის მამია III დადიანის (1512-1533) შეწირულობის სიგელში ბიჭვინტისადმი. სახელწოდების მიხედვით აფხაზური დასახლება ჩანს, თუმცა ეტიმოლოგია უცნობია. 1949 წელს სოფელი რაფიწა ლძაანის სასოფლო საბჭოს ცენტრი იყო. მისი ამჟამინდელი სახელია რაფიწა (Раҧыҵа).

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 238 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1989 წ. აღწ.238----
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984.  გვ. 310.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.