ლიძავა
ლიძავა[1][2] (აფხ. Лӡаа[3] [ლძაა]; ლიძაა) — სოფელი და თემის ცენტრი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, ბიჭვინთის კონცხზე. საზღვაო კლიმატური კურორტი. ზღვის დონიდან 5-30 მ, გაგრიდან 25 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[4]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნის პირველ ნახევარში სოფელს ერქვა აჯრა, რაც აფხაზურად „მუხნარს“ ნიშნავს, ხოლო თემს — ლიძავა. 1925 წელს ლიძავის თემი ერთი სოფლით შედიოდა გუდაუთის მაზრაში. 1930 წელს ლიძაას ს/საბჭო 4 სოფლით გუდაუთის მაზრაში შედიოდა. 1938 წელს ლიძავის ს/საბჭო გუდაუთის რაიონიდან გაგრის რაიონს გადაეცა. 1952 წელს ლიძავას ლძაანი, ხოლო 1955 წელს — ლიძავა ეწოდა. ლიძავაში აღმოჩნდა ძვ. წ. XV-XIV სს. ბრინჯაოს ცულების განძი (ცნობილია ბიჭვინთის განძის სახელით), რომელიც შეიცავს ორი სახეობის კოლხურ ცულებს, აგრეთვე ადრეული ტიპის ბრინჯაოს ცულს, რომელიც კოლხური ცულის პროტოტიპადაა მიჩნეული. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ლძაა (Лӡаа).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1 506 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 1 506 | -- | -- |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 270.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 63.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 105.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
|