კულტუბანი
სოფელი | |
---|---|
კულტუბანი აფხ. Асабулеи | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხეივანი |
კოორდინატები | 43°24′17″ ჩ. გ. 40°01′56″ ა. გ. / 43.40472° ჩ. გ. 40.03222° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 100 მეტრი |
მოსახლეობა | 866 კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
კულტუბანი[1][2] (აფხ. Асабулеи[3] [ასაბულეი]; ყოფილი ზარია ვოსტოკა) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში (ხეივნის თემი), შავიზღვისპირა დაბლობზე, ფსოუსა და ლაფსთის შუამდინარეთში. ზღვის დონიდან 100 მ, გაგრიდან 22 კმ, ლესელიძიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 5 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[4].
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XIX საუკუნეში აქ იყო აფხაზური სოფელი ასაბულეი. სახელწოდების ფუძეა ქართველური (მეგრული) გვარსახელი ბულია, რომელსაც აწარმოებს დანიშნულების სახელთა მაწარმოებელი სა- პრეფიქსი. მისი თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო საბულიო, რაც ბულიების (ქართული გვარი) სამკვიდროს ნიშნავს. მას აწარმოებს აფხაზური ა- პრეფიქსი და აფხაზურ ყაიდაზე გაფორმდა როგორც ასაბულეი. 1935 წელს რუსული იდეოლოგიზებული სახელი Культучасток (Культурныйучасток) დაერქვა, ხოლო 1948 წელს _ კულტუბანი, რაც რუსული სახელის კალკირებული თარგმანია (შემოკლებული ფორმაა კულტუბანი, გაშლილად _ კულტურული უბანი). 1952 წელს გაგრის რაიონის ლესელიძის ს/საბჭოს გამოეყო სოფ. კულტუბანი და ამავე რაიონის განთიადის ს/საბჭოს მიეკუთვნა. მოგვიანებით, ის ხეივნის სასოფლო საბჭოს შეუერთეს. ერთხანს ერქვა ზარია ვოსტოკა. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა ასაბულეი (Асабулеи) დაარქვეს.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 866 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 866 | -- | -- |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 67.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 57.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 96.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
|