აციჯქვა
აციჯქვა[2][3] (აფხ. Ацыџьқәа[4] [აცჷჯქჿა], აწიჯქვა, აწეიჯქვა) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ლიძავის თემი), მდინარე ბზიფის მარცხენა მხარეზე, თბილის-სოჭის რკინიგზის ხაზზე. ზღვის დონიდან 90 მ, შავი ზღვიდან 5 კმ, გაგრიდან 24 კმ.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1949 წელს ლიძავის სასოფლო საბჭოში შედიოდა. მისი ამჟამინდელი სახელია აციჯქუა (Ацыџьқəа).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 454 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1989 წ. აღწ. | 454 | -- | -- |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 270.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 24.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аҧсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
| ||||||||||||||||