მუხნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
მუხნარი აფხ. Кацырха | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | მეხადირი |
კოორდინატები | 43°26′37″ ჩ. გ. 40°07′11″ ა. გ. / 43.44361° ჩ. გ. 40.11972° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 320±1 მეტრი |
მოსახლეობა | 193 კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მუხნარი[1][2] (აფხ. Кацырха[3] [კაცჷრხა]; ყოფილი ვოსემსოტსკოე — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში (მეხადირის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე ჟეოფსის (ხაშუფსის ერთ-ერთი სათავე) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 320 მ, გაგრიდან 28 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[5]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელს სომხების დასახლების შემდეგ, XIX საუკუნის ბოლოდან, „ვოსემსოტკოე“ ერქვა. 1948 წ. ქართული სახელი „მუხნარი“ ეწოდა.[6] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს კაცირხა (Кацырха).
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 193 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 193 | -- | -- |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 230.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 72.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 120.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 32, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
|