ველი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ველი აფხ. Чыгәрха | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბაღნარი |
კოორდინატები | 43°24′58″ ჩ. გ. 40°08′39″ ა. გ. / 43.41611° ჩ. გ. 40.14417° ა. გ. |
ადრეული სახელები | ზემო კოვალევსკოე |
ცენტრის სიმაღლე | 380±1 მეტრი |
მოსახლეობა | 72[1] კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ველი[2][3] (აფხ. Чыгәрха[4] [ჩჷგჿრხა]; ყოფილი ზემო კოვალევსკოე, გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[5]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში (ბაღნარის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე სანდრიფშის ნაპირზე. ზღვის დონიდან 380 მ, გაგრიდან 35 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[6]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XIX საუკუნის მიწურულს აქ იყო სოფელი ვერხნე კოვალევსკოე. 1948 წელს მას ქართული სახელი ველი დაერქვა.[7] 1949 წელს ბაღნარის სასოფლო საბჭოში შედიოდა.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 72 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 72 | -- | -- |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 240.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 42.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 67.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 33, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
|