ბზიფი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ბზიფი[2][3] (აფხ. Бзыԥ[4] [ბზჷფ], ყოფილი აბგაბორთა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[5].) — სოფელი და თემის ცენტრი გაგრის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთი, მდინარე ბზიფის შესართავთან, მის მარჯვენა ნაპირზე, გაგრა-სოხუმის გზატკეცილზე. ზღვის დონიდან 45 მ. გაგრიდან 14 კმ. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებამდე დაახ. 10 ათასი ადამიანი სახლობდა. დასახლება ამ მიდამოში ადრეულ შუასაუკუნეებში გაჩნდა. სოფელთან შემორჩენილია შუასაუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები. გვიანდელ შუასაუკუნეებში ციხე-სიმაგრემ ფუნქცია დაკარგა და დასახლება თავადი ინალიფას მფლობელობაში აღმოჩნდა.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვ. კვარჭიას ცნობით, XX ს. 30-იან წლებში აბგაბორთა ერქვა. 1930 წ. შედიოდა გაგრის რაიონის კოლდახვარის თემში. სახელწოდება აბგაბორთა აფხაზურია და „მგლის, მელიის სანახავ ადგილს“ ნიშნავს. 1948 წ. ბზიფი ეწოდა. 1949 წ. გაგრის რაიონში არსებობდა ბზიფის სასოფლო საბჭო.
ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში შემორჩენილია IX-X სს. ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის გალავნით შემოზღუდული ტაძარი და სასახლე. გალავანს დატანებული აქვს კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1 811 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 1 811 | -- | -- |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 422.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 25.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 35.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
|