შაფრანოვო
შაფრანოვო[2], შაფრანოვი[3] (აფხ. Хсырхә[4] [ხსჷრხჿ]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში (ხეივანის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარეებს ლაფსთასა და მეჰადირს შორის. ზღვის დონიდან 380 მ, გაგრიდან 29 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[5]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XIX საუკუნის მიწურულს შეიქმნა რუს კოლონისტთა სოფელი შაფრანოვო. 1930 წელს შედიოდა პილენკოვოს თემში. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა ხსირხუ//ხსირხუი-თვარა (Хсырхə//Хсырхəитəара) დაარქვეს.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 93 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 93 | -- | -- |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Abkhazia - All Places: 1989 census
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 193.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 89.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
|