ხეივანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ხეივანი[1][2] (აფხ. Амзара[3] [ამზარა]; ყოფილი ერმოლოვკა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4], ყოფილი პილენკოვო-5) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, შავიზღვისპირა დაბლობზე. თემის ცენტრი (სოფლები: კულტუბანი, შაფრანოვო, წალკოტი). ზღვის დონიდან 50 მ, გაგრიდან 30 კმ, განთიადიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვ. კვარჭიას ცნობით, XIX საუკუნეში ერქვა ამზარა, რაც აფხაზურად „ფიჭვნარს“ ნიშნავს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ერმოლოვკა, ხოლო 1948 წელს ქართული სახელი ხეივანი ეწოდა.[6] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა ამზარა (Амзара) დაარქვეს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 3 096 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 3 096 | -- | -- |
2011[7] | 1 303 | -- | -- |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 455.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 135.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 225.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 32, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
- ↑ Abkhazia - Ethnic composition, all communes: 2011 census
|