იფნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
იფნარი[2][3] (აფხ. Аџьрҩара[4] [აჯრჳარა]; ყოფილი სომხურიხეობა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[5]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ბზიფის თემი), შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე ბზიფის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 60 მ, გაგრიდან 15 კმ, ბზიფიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 1 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნეში აქ იყო სოფელი „სომხური ხეობა“, რომელსაც 1948 წელს იფნარი ეწოდა.[6] მისი ამოსავალია ხე-მცენარის ქართული სახელწოდება იფანი. 1949 წელს ბზიფის სასოფლო საბჭოში შედიოდა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 5 166 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 5 166 | -- | -- |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 406.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 52.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 86.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 33, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
|