ალახაძი
ალახაძი[2][3], ალაჰაძი (აფხ. Алаҳаӡы[4] [ალაჰაძჷ]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ბზიფის მარჯვენა მხარეს, რკინიგზის ხაზთან. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 40 მ, შავი ზღვიდან 3 კმ, გაგრიდან 15 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება (ალაჰაძჷ) აფხაზურია (აფხ. Алаҳа (ალაჰა) — ლეღვი, აფხ. Аӡы (აძჷ) — წყარო) და „ლეღვის წყაროს“ ნიშნავს. 1923 წელს გაგრის მაზრაში შედიოდა კოლხიდა-ალახაძის, 1925 წელს კი — ალახაძე-კოლხიდის თემის სახელწოდებით (2 სოფლით). 1930 წელს ალახაძის სასოფლო საბჭოში შედიოდა სოფლები: ალახაძი, შავროვი, III ინტერნაციონალი. 1949 წელს ალახაძის სასოფლო საბჭოში მხოლოდ ალახაძი შედიოდა.
ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის ორი ეკლესიის (IV-VI სს.) და განვითარებული ფეოდალური ხანის სასახლის ნანგრევები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 4 277 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 4 277 | -- | -- |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 91.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 17.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аҧсны атопонимика», Аҟәа 2002
|