იმერხევი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
იმერხევი აფხ. Ахәырасқәа | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხაშუფსე |
კოორდინატები | 43°23′49″ ჩ. გ. 40°08′11″ ა. გ. / 43.39694° ჩ. გ. 40.13639° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 350±1 მეტრი |
მოსახლეობა | 24[1] კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
იმერხევი[2][3] (აფხ. Ахәырасқәа[4] [ახჿჷრასქვჿა]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ხაშუფსის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე ხაშუფსის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 350 მ, გაგრიდან 25 კმ, განთიადიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 10 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნის პირველ მესამედში აქ იყო რუსული სოფლები სრედნე კოვალევსკოე №1 და სრედნე კოვალევსკოე №2. 40-იან წლებში ქართული სახელი იმერხევი ეწოდა. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ახურაშქვა (Ахурашқəа).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 24 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 24 | -- | -- |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 253.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 52.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 85.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
|