ბაღნარი
სოფელი | |
---|---|
ბაღნარი აფხ. Хышәҳа | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბაღნარი |
კოორდინატები | 43°25′41″ ჩ. გ. 40°08′48″ ა. გ. / 43.42806° ჩ. გ. 40.14667° ა. გ. |
ადრეული სახელები | ხრისტოფოროვო |
ცენტრის სიმაღლე | 230±1 მეტრი |
მოსახლეობა | 320[1] კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბაღნარი[2][3] (აფხ. Хышәҳа[4] [ხჷშჿჰა]; ყოფ. ხრისტოფოროვო — გადაერქვა 1944 წლის 15 იანვარს[5].) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში, მდინარეების სანდრიფშის და ჟეოფსის (მდინარე ხაშუფსის სათავეები) შესართავთან ახლოს. თემის ცენტრი (სოფლები: აჩმარდა, ველი, კლდეკარი, მენდელეევო). ზღვის დონიდან 230 მ, გაგრიდან 33 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[6]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვ. კვარჭიას ცნობით, XIX საუკუნის 30-იან წლებში იხსენიება როგორც ხისხორიფშ. აფხაზთა მუჰაჯირობის შემდეგ, 70-იან წლებში, ეს მიწები მემამულე ხრისტოფოროვს ებოძა და ხრისტოფოროვო ეწოდა. 1944 წელს გადაერქვა სახელი და ბაღნარი დაერქვა. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა ხიშვჰარიფშ//ხიშვჰა (Хышəҳарыҧшь, Хышəҳа) დაარქვეს.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 320 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 320 | -- | -- |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 379.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 23.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 33.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
|