წალკოტი
| სოფელი | |
|---|---|
|
წალკოტი აფხ. Лаԥсҭарха | |
| ქვეყანა |
|
| ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
| მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ხეივანი |
| კოორდინატები | 43°24′34″ ჩ. გ. 40°03′13″ ა. გ. / 43.409608194° ჩ. გ. 40.053764000° ა. გ. |
| ადრეული სახელები | ბარანოვო |
| მოსახლეობა | 724 კაცი (1989) |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
წალკოტი[1][2] (აფხ. Лаԥсҭарха[3] [ლაფსთარხა]; ყოფილი ბარონოვო — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ხეივნის თემი), შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე ლაფსთის ნაპირას. ზღვის დონიდან 80 მ, გაგრიდან 35 კმ, განთიადიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 5 კმ.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვ. კვარჭიას ცნობით, XIX საუკუნეში აქ იყო სოფელი ლაფსთაარხა. XIX საუკუნის ბოლოს აქ შეიქმნა სოფელი ბარანოვო. 1930 წელს შედიოდა პილენკოვოს თემში. 1948 წელს ქართული სახელი წალკოტი ეწოდა.[6] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა ლაფსთარხა (Лапсҭарха) დაარქვეს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 724 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1989 წ. აღწ. | 724 | -- | -- |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 289.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 127.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 210.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 32, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
| ||||||||||||||||