დემერჩენცი
დემერჩენცი[2][3] (აფხ. Хышәҳарыԥшь[4] [ხჷშჿჰარჷფშჲ]; ყოფილი ფსოუსხევი, ყოფილი დემერჩენცი — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[5]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში (მიქელრიფშის თემი), მდინარე ფსოუს მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 80 მ, გაგრიდან 40 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[6]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელს XIX საუკუნეში ერქვა ხუშკარიფშ. 1864 წელს აქედან ჯიქების ოსმალეთში გადასახლების შემდეგ, XX ს. დასაწყისში, სომხების სოფელი დემერჩენც შეიქმნა. 1930 წ. მიქელრიფშის თემში შედიოდა სოფელი დემერჩე-კიუხი-ს სახელით. 1948 წ. ქართული სახელი ფსოუსხევი ეწოდა. 1955 წ. დაუბრუნდა სახელი დემერჩენც. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ხიშვჰა (Хышəҳа).
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 326 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 326 | -- | -- |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 372.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 35.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 55.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
|