მიქელრიფში
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მიქელრიფში[1][2] (აფხ. Мқьалрыԥшь[3] [მქჲალრჷფშჲ]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში (მიქელრიფშის თემი), მდინარე ფსოუს მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 200 მ, გაგრიდან 30 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[4].
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტოპონიმი „მიქელის გორას“ (მიქელ — პირსახელი, რიფშ — სიმაღლე, სათავე, წვერი) ნიშნავს. საფიქრებელია, რომ აქ გორაზე მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია იდგა. 1930 წელს გაგრის მაზრაში არსებობდა მიქელრიფშის სასოფლო საბჭო. მისი ამჟამინდელი სახელია მქიალრიფშ (Мқьалрыҧшь).
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 190 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 190 | -- | -- |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 29.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 70, თბ., 1987.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 116, თბ., 2009.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
|