სალმე
სალმე[1][2] (აფხ. Ԥсоу[3] [ფსოუ]; ყოფილი ესტონსკაია[4]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ლესელიძის თემი), მდინარე ფსოუს მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 40 მ, გაგრიდან 25 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დააარსა 1884 წელს ესტონეთიდან გადმოსახლებულმა ათმა ოჯახმა. მანამდე აქ იყო გაუვალი ტყე. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ფსოუ (Ҧсоу).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1 659 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 1 659 | -- | -- |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 694.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 89.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 147.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ 1931 წლის ხუთვერსიან რუკაზე
|