ვაკე (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაკე (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ვაკე
აფხ. Арасаӡха
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი ხაშუფსე
კოორდინატები 43°24′31″ ჩ. გ. 40°06′47″ ა. გ. / 43.40861° ჩ. გ. 40.11306° ა. გ. / 43.40861; 40.11306
ადრეული სახელები კოვალევსკოე
ცენტრის სიმაღლე 420±1 მეტრი
მოსახლეობა 221[1] კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაკე (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვაკე (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ვაკე (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ვაკე (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ვაკე (გაგრის მუნიციპალიტეტი) — გაგრის მუნიციპალიტეტი
ვაკე (გაგრის მუნიციპალიტეტი)

ვაკე[2][3] (აფხ. Арасаӡха[4] [არასაძხა]; ყოფილი კოვალევსკოე, გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში (ხაშუფსის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე ხაშუფსის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 420 მ, გაგრიდან 23 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვ. კვარჭიას ცნობით, XIX ს. მეორე ნახევარში ამ ადგილას იყო სოფელი არასაძიხ (აფხ. „თხილის წყაროს“ ნიშნავს). XIX ს. მეორე ნახევარში აქ შეიქმნა სოფელი კოვალევსკოე. 1948 წელს მას ქართული სახელი ვაკე ეწოდა.[6] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს არასაძხა (Арасаӡха).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 221 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 221 -- --

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 138.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]