მამუკა ხაზარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხაზარაძე, მამუკა)
Jump to navigation Jump to search
მამუკა ხაზარაძე
დაბ. თარიღი 29 დეკემბერი, 1966 (1966-12-29) (52 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო

მამუკა ხაზარაძე (დ. 29 დეკემბერი, 1966, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ბიზნესმენი და ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1966 წლის 29 დეკემბერს ქალაქ თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1988 წელს. იყო საპროექტო ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი 1988-1990 წლებში. 1991 წელს იგი იყო ფირმა „სანსის“ დირექტორი. 1991 წლიდან — „TBC თბილისის ბიზნეს ცენტრის“ პრეზიდენტი. 1995 წლიდან კომპანია „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების“ დამფუძნებელი და პარტნიორი. 2004 წელს დააფუძნა კომპანია „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია“, ამჟამად არის კომპანიის პარტნიორი. 2007 წლიდან — პროექტის „ლისის ტბის განვითარება“ პრეზიდენტი. იყო „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 1992-2019 წლებში. 2014 წელს Ernst & Young-მა გადასცა საქართველოს „წლის მეწარმის“ ჯილდო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]