შინაარსზე გადასვლა

თიბისი ბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თიბისი ბანკი
ტიპი სააქციო საზოგადოება
დარგი საბანკო-საფინანსო
დაფუძნდა 1992
სათავო ოფისი თბილისი, საქართველო
პროდუქცია საკრედიტო ბარათები, საცალო საბანკო მომსახურება, კორპორატიული საბანკო მომსახურება,ფინანსური მომსახურება, საინვესტიციო ბანკინგი, იპოთეკური სესხები, აქტივების მართვა
სუფთა მოგება 75 მილიონი აშშ დოლარი[1]
თანამშრომელი 4,275
შვილობილ(ებ)ი Bank Constanta, TBC Kredit, TBC Leasing, TBC Invest, TBC Broker, Real Estate Management Fund, TBC Pay, UFC, BSSC
საიტი tbcbank.ge

თიბისი ბანკი — ბანკი საქართველოში, რომელიც ემსახურება მომხმარებელს ოთხ ბიზნეს სეგმენტში: კორპორატიული, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესი და მიკრო.[2]

ბანკი, ძირითადად, საქართველოში აწარმოებს საქმიანობას, თუმცა, მისი შვილობილი კომპანიები მოქმედებენ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის „თიბისი კრედიტი“ — აზერბაიჯანში და „თიბისი ინვესტი“ – ისრაელში.

თიბისი ბანკის აქციონერთა შორისაა „საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია“ (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), „Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft“ (DEG) და „Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V.“ (FMO), ბანკის 57% სააქციო კაპიტალით. სხვა საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორები, როგორებიცაა „J.P. Morgan Chase Bank, N.A.“ და „Ashmore Cayman SPC No. 2 Ltd.“ („Ashmore“), საერთო ჯამში ფლობენ ბანკის აქციების 10%-ს. ორი დამფუძნებელი აქციონერი ერთად ბანკის სააქციო კაპიტალის 26%-ს ფლობს, ხოლო დანარჩენი 7% მენეჯმენტს და მინორიტარულ აქციონერებს ეკუთვნით.[2]

სახელი — „თიბისი ბანკი“, მის საწყის დასახელებასთან „თბილისის ბიზნეს ცენტრთან“ არის დაკავშირებული, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს დაარსდა. ამჟამად, „თიბისი ბანკი“ მისი ოფიციალურად რეგისტრირებული სახელია და არა საწყისი დასახელების აბრევიატურა.[3]

თიბისი ბანკი 1992 წელს დაფუძნდა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ. საწყისი კაპიტალი 500 დოლარს შეადგენდა.

1993 წლის 20 იანვარს, ეროვნულმა ბანკმა ზოგადი საბანკო მომსახურების ლიცენზია გასცა, ხოლო 1993 წლის მაისში საერთაშორისო ტრანზაქციების წარმოების ნებართვა გასცა.

დამფუძნებლებმა, ბანკი მათი საკუთარი კომპანიის „თბილისის ბიზნეს ცენტრის“ მეშვეობით შექმნეს, რომელიც რამდენიმე საცალო სავაჭრო საწარმოს მოიცავდა.

1995 წელს ბანკს ჰყავდა 1 ფილიალი და 29 თანამშრომელი, ხოლო ჯამური აქტივები შეადგენდა 1,4 მილიონ აშშ დოლარს.

2004 წლის იანვარში, ბანკის შვილობილმა კომპანიამ, „თიბისი ლიზინგმა“ დაიწყო მუშაობა.

ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურება მოიცავს სესხების გაცემას, ანგარიშებსა და ვადიან ანაბრებს, უცხოური ვალუტის გაცვლის ოპერაციებს, ვაჭრობის დაფინანსებას და ესქრო ანგარიშებს. საბროკერო და სალიზინგო მომსახურებებს, ბანკი მომხმარებელს სთავაზობს შვილობილი კომპანიების – თიბისი ბროკერისა და თიბისი ლიზინგის – მეშვეობით.