ლავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლავური ნაკადის ენა ჰავაი.

ლავა (იტალ. lava < ლათ. labes – ზვავი, ჩამოზვავება) — ცეცხლოვანი სილიკატური მდნარი, რომელიც ამოინთხევა დედამიწის ზედაპირზე ვულკანური ამოფრქვევების დროს. მაგმისაგან განსხვავებით, ლავა არ შეიცავს აირებს, ისინი ამონთხევისას ქროლდებიან.

შედგენილობის მიხედვით განარჩევენ მჟავე, საშუალო და ფუძე ლავას. კაჟმიწით მდიდარი მჟავე ლიპარიტული ლავა ბლანტია და შედარებით ცივი. წარმოქმნის გუმბათებს, იშვიათად ლავურ ნაკადს; აფეთქების შედეგად კრატერიდან ამოტყორცნილი დაქუცმაცებული ლავის ნამსხვრევები წარმოშობს სხვადასხვა ტიპის ტუფებს.

საშუალო, ანდეზიტური ლავა და ფუძე, ბაზალტური ლავა უფრო მოძრავია; ამონთხევის ადგილას, სადაც მისი ტემპერატურა საკმაოდ მაღალია (1000-1200 °C), დიდი სიჩქარით (30 კმ/სთ) მიედინება.

ძლიერი ამონთხევისას ლავა რელიეფის დადაბლებებს ავსებს და გაცივების შემდეგ ჩნდება ლავური განფენი, რომლებიც შერჩევითი ეროზიის შედეგად ლავურ პლატოებს (ზეგნებს) წარმოქმნის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლავა&oldid=2395936“-დან