ლაჯანურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლაჯანურა
Lajanura Gorge (G.N. 2009).jpg
სათავე ლეჩხუმის ქედი
სიგრძე 32 კმ
აუზის ფართობი 296 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ლაჯანურა ვიკისაწყობში

ლაჯანურამდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, 2710 მ სიმაღლეზე. სიგრძე 32 კმ, აუზის ფართობი 296 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 10,5 მ³/წმ. მკაცრ ზამთარში ახასიათებს ყინულნაპირისი და თოში. მდინარეზე აგებულია ლაჯანურის წყალსაცავი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: