შინაარსზე გადასვლა

ჩხალთა (აჟარის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩხალთა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხალთა (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ჩხალთა
აფხ. Чҳалҭа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი აჟარის მუნიციპალიტეტი
თემი ჩხალთა
კოორდინატები 43°05′35″ ჩ. გ. 41°40′35″ ა. გ. / 43.09306° ჩ. გ. 41.67639° ა. გ. / 43.09306; 41.67639
ცენტრის სიმაღლე 710
მოსახლეობა 140 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჩხალთა (აჟარის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ჩხალთა (აჟარის მუნიციპალიტეტი)
ჩხალთა (აჟარის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ჩხალთა (აჟარის მუნიციპალიტეტი)
ჩხალთა (აჟარის მუნიციპალიტეტი) — აჟარის მუნიციპალიტეტი
ჩხალთა (აჟარის მუნიციპალიტეტი)

ჩხალთა[1]სოფელი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: მარჯვენა პტიში, მარცხენა პტიში, ქვაფჩარა, ქვემო ზიმა, ზემო ზიმა, აძგარა, ბუძუგური, ბუჩუყური, შაფათკვარა).[2] მდებარეობს მდინარეების ჩხალთისა და კოდორის შესართავთან, მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 710 მეტრზე, გულრიფშიდან დაშორებულია 73 კილომეტრით.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[3]

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 140 ადამიანი.[4]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1959[5][6] 196 --- ---
1989[7] 157 --- ---
2002[4] 140 66 74

მდ. ჩხალთის მარჯვენა ნაპირზე აღმართულია ციხე, რომელსაც აგათია სქოლასტიკოსი (VI ს.) იხსენებს მისიმიელებსა და ბიზანტიელებს შორის 555 წელს გამართული ბრძოლის აღწერისას ძახარის სახელწოდებით. აგათიას ცნობით, ძახარი არის ციხე მისიმიელთა ქვეყანაში. მეტსახელად ეძახიან რკინას მისი სიმტკიცის გამო. მიჩნეულია, რომ „ძახარი“ არის „ჩახარის“ (სვან. „საბრძოლო ადგილი“) ბერძნული ფორმაა. XIX საუკუნის 30-იან წლებიდან კვლავ ფიქსირდება წყაროებში (ა. ნორდმანი).[8] საბჭოთა პერიოდში შედიოდა გულრიფშის რაიონის შემადგენლობაში. კერძოდ, აჟარის თემში.[9] აფხაზეთის ომის შემდეგ ჩხალთაში შენარჩუნებული იყო საქართველოს იურისდიქცია. 2006 წლიდან შევიდა აჟარის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

  1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (4 ოქტომბერი, 2024). ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2025
  2. მუნიციპალიტეტების რეესტრი
  3. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
  4. 4.0 4.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  5. საკავშირო მოსახლეობის აღწერა 1959. სოხუმის რაიონი (თანამედროვე გულრიფშის ოლქის ჩათვლით). ციტირების თარიღი: 2013-03-01
  6. აფხაზეთის ასსრ ეთნიკური რუკა 1959 წ.. ციტირების თარიღი: 2013-03-01
  7. აფხაზეთის ეთნოლინგვისტური რუკები 1989 წ.. ციტირების თარიღი: 2013-03-01
  8. ბ. ხორავა,  პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 90, 91.
  9. ბ. ხორავა,  ნ. ჭანტურია, აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1921-1991 წლებში, თბილისი: უნივერსალი, 2019. — გვ. 185, ISBN 978-9941-26-675-1.