თენგიზ ამირეჯიბი
თენგიზ ამირეჯიბი | |
---|---|
თენგიზ ამირეჯიბი ასრულებს შოპენს. | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | გიზი ამირეჯიბი |
დაბ. თარიღი | 30 სექტემბერი, 1927, თბილისი |
დაბ. ადგილი | თბილისი |
წარმოშობა | საქართველო, თბილისი |
გარდ. თარიღი | 9 მარტი, 2013 (85 წლის) |
ჟანრ(ებ)ი | კლასიკური მუსიკა |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო |
თენგიზ ამირეჯიბი ვიკისაწყობში |
თენგიზ (გიზი) კონსტანტინეს ძე ამირეჯიბი (დ. 30 სექტემბერი, 1927, თბილისი — გ. 9 მარტი, 2013, თბილისი) — ქართველი პიანისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). საქართველოს სახალხო არტისტი (1982), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგე. თენგიზ ამირეჯიბი მრავალი ქართველი პიანისტის აღმზრდელია, მათ შორის ოცზე მეტი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ლაურეატისა (მანანა დოიჯაშვილი, ალექსანდრე კორსანტია, ელისო ბოლქვაძე, მ.ნადირაძე, თამარ ლიჩელი, ხატია ბუნიათიშვილი და სხვ.).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1950 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (კ. იგუმნოვისა და ლ. ობორინის კლასები). 1951 წელს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-3 მსოფლიო ფესტივალზე (ბერლინში) ამირეჯიბი საპატიო სიგელით დააჯილდოვეს.
ამირეჯიბი თბილისის კონსერვატორიის ასპირანტურის (ფორტეპიანოს კათედრა, ხელმძღვანელი ანა თულაშვილი) დამთავრების შემდეგ ეწევა პედაგოგიურ და საკონცერტო მოღვაწეობას. კონცერტებით გამოდიოდა რუსეთში, გერმანიაში, კანადაში, პოლონეთში, იუგოსლავიაში, აშშ-ში. განსაკუთრებული ადგილი მის რეპერტუარში უჭირავს შოპენის ნაწარმოებებს, რომელთა ინტერპრეტაციაში ნათლად ჩანს პიანისტის არტისტული ბუნების თავისებურება.
მნიშვნელოვანია თენგიზ ამირეჯიბის დამსახურება თანამედროვე ქართული მუსიკის შესარულების თვალსაზრისითაც; ის მრავალი ქართული საფორტეპიანო ნაწარმოების პირველი ინტერპრეტატორია.
კონკურსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წელს დაარსდა თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის საერთაშორისო კონკურსი. [1]
კონკურსის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი. პირველი ორი კონკურსი ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, მაგრამ კონკურსის მიმართ ინტერესმა და მონაწილეთა უხვმა რაოდენობამ განაპირობა კონკურსისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება. [1]
წლების განმავლობაში კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან ლიანა ისაკაძე, ალექსანდრე კორსანტია, სერგეი ბაბაიანი და სხვ. კონკურსი ტარდება 4 ასაკობრივ კატეგორიაში. მასში მონაწილეობის მიღება 6-დან 25 წლის ასაკის ჩათვლით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. [1]
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1961 — საქართველოს დამსახურებული არტისტი[2]
- 1982 — საქართველოს სახალხო არტისტი[3]
- 1992 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1997 — ღირსების ორდენი[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 398.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თენგიზ ამირეჯიბი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თენგიზ ამირეჯიბის შესრულებული ნაწარმოებები იუთუბზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Pages with image sizes containing extra px
- თბილისში დაბადებულები
- დაბადებული 30 სექტემბერი
- დაბადებული 1927
- გარდაცვლილი 9 მარტი
- გარდაცვლილი 2013
- ქართველი პიანისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ამირეჯიბები