ალექსანდრე ჯაფარიძე
ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძე | ||
---|---|---|
დაბადების თარიღი |
20 თებერვალი, 1899 ხრეითი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია | |
გარდაცვალების თარიღი |
12 ოქტომბერი, 1945 (46 წლის) მწვერვალი უშბა, სვანეთი, მესტიის რაიონი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი | |
დაკრძალულია | თბილისი | |
ეროვნება | ქართველი | |
პროფესია | ალპინისტი, მწვრთნელი, ინჟინერი | |
ჯილდოები |
|
ალექსანდრე (ალიოშა) ბიჭიას ძე ჯაფარიძე (დ. 20 თებერვალი, 1899, ხრეითი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 12 ოქტომბერი 1945, მწვ. უშბა, დაკრძ. თბილისში, ვერის ბაღში) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, ალპინისტი, მთამსვლელობის ორგანიზატორი და საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936), ქართული ალპინისტური სკოლის შემქმნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1934), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1941).[1][2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრო-მექანიკის ფაკულტეტი. შესრულებული აქვს ასზე მეტი ასვლა პამირისა და კავკასიონის მწვერვალებზე. საეტაპო და მნიშვნელოვანი იყო მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული პირველი ასვლები თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), უსახელო მწვერვალზე პამირში (1936), ცენტრალური კავკასიონის მცირე (1938) და დიდი ტრავერსი (1940), ასვლები ახალი გზით მყინვარწვერზე (1931), 1943 წლის ზამთრის ასვლა უშბაზე.
პირველმა შეისწავლა და გამოიკვლია ხვამლის, ორხვის, ორპირის, ტვიშის, შიომღვიმისა და უფლისციხის გამოქვაბულები, კაცხის სვეტი. 1936-1940 და 1943-1945 წლებში იყო საქართველოს ალპური კლუბის თავმჯდომარე. ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა მის მიერ დაარსებულ საქართველოს ალპურ კლუბს (1945), მწვერვალებს პამირსა და კავკასიონზე, სოფელ ხრეითში, მამაპაპეულ სახლში გახსნილია მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983).
დაკრძალულია ვერის ბაღში თავისი და-ძმის გვერდით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალექსანდრე ჯაფარიძე - „უშბა“, თბ., 1939
- ალექსანდრე ჯაფარიძე - „პამირის მთებში“, თბ., 1940
- ალექსანდრე ჯაფარიძე - „თეთნულდი“, თბ., 1948
- ალექსანდრე ჯაფარიძე - „რჩეული ნაწერები“, თბ., 1949
- კოტე ჯავრიშვილი -„მთის რაინდი“, თბ., 1962
- ივანე ჯაფარიძე - „საბჭოთა ალპინიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლები“, ბუკლეტი, 1988
- ივანე ჯაფარიძე - „მყინვარწვერიდან ევერესტამდე“, თბ,, 201!
- ჯაფარიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 543.
- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი - ენციკლოპედიური ცნობარი, გვ. 328, თბ., 2003
პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხუჭუა, ა., მწვერვალთა მესაიდუმლე // „ლელო“, 28 დეკემბერი, 1955, № 104 (910), გვ. 4.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯაფარიძე, ივანე. (11 მარტი, 2018) ძმის მაგიერ დატირებული, უცნობი ბიჭის ტრაგიკული ამბავი და და-ძმა ჯაფარიძეების მთებისთვის მიძღვნილი ცხოვრება. kvirispalitra.ge. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2022
- ↑ არეშიძე, თამაზ. (13 ივნისი, 2016) იქნებ ვინმემ ითავოს ქართული ალპინიზმის ისტორიის შექმნა-გამოცემა. kvirispalitra.ge. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2022