ჰერმან ჰესე
ჰერმან ჰესე (გერმ. Hermann Hesse დ. 2 ივლისი. 1877, კალვი, ვიურტემბერგი ― გ. 9 აგვისტო. 1962, მონტანიოლა, შვეიცარია) — გერმანელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1946). 1912 წლიდან ცხოვრობდა შვეიცარიაში.
ჰესე ინტელექტუალურ მწერალთა რიგს განეკუთვნება; მის თხზულებებში ვხვდებით სრულიად განსხვავებული აზრობრივი სფეროდან გამომდინარე იდეებს. ჰესემ რთული შემოქმედებითი ევოლუცია განვლო. ადრინდელი ნაწარმოებები („რომანტიკული სიმღერები“, 1899; „ჰერმან ლაუშერი“, 1901) აღბეჭდილი იყო ესთეტიზმითა და ნეორომანტიკული სულისკვეთებით; მომდევნო წლებში თავი იჩინა რეალისტურმა, სოციალურ-კრიტიკულმა ტენდენციებმა (რომანები „პეტერ კამენცინდი“, 1904; „ბორბლის ქვეშ“, 1906). ჰესეს I მსოფლიო ომის შემდგომ შემოქმედებას ღრმა კვალი დაამჩნია დასავლეთის სამყაროს სულიერ-კულტურის კრიზისის განცდამ. მის მხატვრულ ძიებათა ცენტრში მოექცა თვითმყოფი და ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბების პრობლემა (რომანი „დემიანი“, 1919), რაც მის ნოველისტიკაშიც დამკვიდრდა („კლაინი და ვაგნერი“, 1920; „კლინგზორის უკანასკნელი ზაფხული“, 1920). ჰესეს შემდგომ რომანებსა და მცირე პროზაულ თხზულებებს საფუძვლად უდევს „ტრამალის მგელი“ (1927) სიცოცხლის „ბიპოლარული“ ხასიათი და საპირისპირო პოლუსთა ჰარმონიული ურთიერთშეთანხმების იდეაა წარმოჩენილი. ეს პრობლემა დგას მომდევნო რომანებშიც „ნარცისი და გოლდმუნდი“ (1930), „თამაში რიოში მარგალიტებით“ (1943). დიდ ყურადღებას იმსახურებს ჰესეს ესეისტური ხასიათის თხზულებებიც („მოაგარაკე“, 1925; „ნიურნბერგის მოგზაურობა“, 1927), ნაკლებად მნიშვნელოვანია გამოსახვის ტრადიციულ ფორმებზე დაფუძნებული მისი ლირიკა. ჰესეს პროზისათვის დამახასიათებელია თხრობის ინტელექტუალიზაცია, ესეიზმი, სიმბოლურ-ალეგორიული ელემენტების სიჭარბე და ფილოსოფიური სიღრმე. მის თხზულებებში ორი სინამდვილეა წარმოდგენილი — გარეგანი, ყოფით-ემპირული და შინაგანი, აიმბოლურ-ალეგორიული, რომელსაც თვითონ უწოდებს „მაგიურს“.
ჰესეს მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია — ფონტანეს (1919), გოეთეს (1948), რააბეს (1950), გერმ. წიგნით მოვაჭრეთა მშვიდობისა (1955) და სხვ. 1956 წელს დაარსდა ჰესეს სახელობის პრემია.
სექციების სია
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1904 — „პეტერ კამენცინდი“ / გერმ. Peter Camenzind
- 1906 — „ბორბლის ქვეშ“ / გერმ. Unterm Rad
- 1910 — „გერტრუდა“ / გერმ. Gertrud
- 1912—1913 — „როსჰალდე“ / გერმ. Roßhalde
- 1915 — „კნულპი“ / გერმ. Knulp
- 1919 — „დემიანი“ / გერმ. Demian
- 1922 — „ზიდჰარტა“ / გერმ. Siddhartha
- 1927 — „ტრამალის მგელი“ / გერმ. Der Steppenwolf
- 1930 — „ნარცისი და გოლდმუნდი“ / გერმ. Narziss und Goldmund
- 1932 — „მოხილვა დილის ქვეყნისა“ / გერმ. Die Morgenlandfahrt
- 1943 — „მძივით თამაში“ / გერმ. Das Glasperlenspiel
მოთხრობები და ნოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1905 — „ივლისი“ / გერმ. Heumond
- 1908 — „ნიშნობა“ / გერმ. Die Verlobung
- 1913 — „ციკლონი“ / გერმ. Der Zyklon
- 1916 — „ახალგაზრდობა მშვენიერია“ / გერმ. Schön ist die Jugend
- 1918 — „ბავშვის სული“ / გერმ. Kinderseele
- 1919 — „კლინგზორის ბოლო ზაფხული“ / გერმ. Klingsors letzter Sommer
- 1919 — „კლეინი და ვაგნერი“ / გერმ. Klein und Wagner
- 1923 — „პიკტორის გარდაქმნა“ / გერმ. Piktors Verwandlungen
ბიოგრაფიები და ავტობიოგრაფიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1904 — „ბოკაჩო“ / გერმ. Boccaccio
- 1904 — „ფრანც ასიზელი“ / გერმ. Franz von Assisi
- 1925 — „დამსვენებელი“ / გერმ. Kurgast
- 1927 — „მოგზაურობა ნიურნბერგში“ / გერმ. Die Nürnberger Reise
- 1937 — „სამახსოვრო ფურცლები“ / გერმ. Gedenkblätter
ლექსების კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1899 — „რომანტიკული სიმღერები“ / გერმ. Romantische Lieder
- 1902 — „ლექსები“ / გერმ. Gedichte
- 1911 — „გზაში“ / გერმ. Unterwegs
- 1920 — „მხატვრის ლექსები“ / გერმ. Gedichte des Malers
- 1921 — „რჩეული ლექსები“ / გერმ. Ausgewählte Gedichte
- 1928 — „კრიზისი: ნაწყვეტი დღიურიდან“ / გერმ. Krisis : Ein Stück Tagebuch
- 1929 — „ღამეთა ნუგეში“ / გერმ. Trost der Nacht
- 1937 — „ახალი ლექსები“ / გერმ. Neue Gedichte
- 1942 — „ლექსები“ / გერმ. Gedichte
ქართულად ნათარგმნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დამსვენებელი (გამომცემლობა „მერანი“, 1985; გამომცემლობა „ინტელექტი“, 2007)[19]
- მოხილვა დილის ქვეყნისა (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1979)[19]
- დემიანი:ემილ ზინკლერის ახალგაზრდობა (გამომცემლობა „იბისი“, 2009)[19]
- მცირე პროზა (გამომცემლობა „მერანი“, 2006)[19]
- აუგუსტუსი (გამომცემლობა „იბისი“, 2003)[19]
- ნარცისი და გოლდმუნდი (2001)[19]
- ფიქრი და განსჯა (გამომცემლობა „ლომისი“, 1996)[19]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2.0 2.1 Hermann Hesse
- ↑ 3.0 3.1 Hermann Hesse — 2006.
- ↑ Hermann Hesse — 2006. — ISBN 978-0-19-977378-7, 978-0-19-989991-3
- ↑ 5.0 5.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 6.0 6.1 SNAC — 2010.
- ↑ 7.0 7.1 Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ 8.0 8.1 IMSLP — 2006.
- ↑ 9.0 9.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 10.0 10.1 Discogs — 2000.
- ↑ 11.0 11.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 12.0 12.1 Munzinger-Archiv — 1913.
- ↑ 13.0 13.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 14.0 14.1 Store norske leksikon — 1978.
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #11855042X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Union List of Artist Names — 2018.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1946/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 19.6 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი