ორსონ უელსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორსონ უელსი

ორსონ უელსი (1937)
დაბადების სახელი ჯორჯ ორსონ უელსი
დაბადების თარიღი 6 მაისი, 1915
კენოშა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 10 ოქტომბერი, 1985
ლოს-ანჯელესი, აშშ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი.
აქტიური 1931–1985
მეუღლე(ები) პაულა მორი
მშობლები მამა: რიჩარდ უელსი, ბეატრის ივი
ოსკარი

საუკეთესო ორიგინალური სცენარი
1941 — მოქალაქე კეინი

საპატიო ოსკარი (1970)
სხვა ჯილდოები

ოქროს პალმის რტო

1952 — ოტელო

ორსონ უელსი, უელესი (ინგლ. Orson Welles; დ. 6 მაისი, 1915, კენოშა, უისკონსინი — გ. 10 ოქტომბერი, 1985) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი.

შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო დუბლინში 1931 წელს, როგორც თეატრის მსახიობმა. უელსის პირველი ფილმი „მოქალაქე კეინი“ (უელსისა და ჯ. მანკიევიჩის სცენარი, 1941) ამერიკული კინოსა და მსოფლიო კინოხელოვნების განვითარების მოვლენად იქცე (მთავარ როლს ასრულებდა უელსი). ამ ფილმისთვის უელსმა მიიღო ოსკარი კატეგორიაში საუკეთესო ორიგინალური სცენარი.

1955 წელს გადაღებულ ფილმში მისტერ არკადინი უელსმა შეასრულა მთავარი როლი ბატონი არკადინისა, რომელიც ფილმის სცენარის მიხედვით ქართველია. 1970 წელს მან მიიღო საპატიო ოსკარი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1941 მოქალაქე კეინი Citizen Kane მოქალაქე კეინი / რეჟისორი
1943 ჯეინ ეარი Jane Eyre ედვარდ როჩესტერი
1944 გაჰყევით ბიჭებს Follow the Boys საკუთარი თავი
1946 უცხო The Stranger ჩარლზ რანკინი / რეჟისორი
1947 ქალბატონი შანხაიდან The Lady From Shanghai მაიკლ ო'ჰარა / რეჟისორი
1948 მაკბეტი Macbeth მაკბეტი / რეჟისორი
1949 მესამე ადამიანი The Third Man ჰარი ლაიმი
1952 ოტელო Othello ოტელო / რეჟისორი
1955 მისტერ არადინი Mr. Arkadin გრიგორი არკადინი / რეჟისორი
1955 ნაპოლეონი Napoléon ჰადსონ ლავი
1956 მობი დიკი Moby Dick მამა მაპლი
1958 ეშმაკის მიერ ხელდასმული Touch of Evil ჰენკ ქუინლანი / რეჟისორი
1962 პროცესი The Trial ადვოკატი / რეჟისორი
1963 ძალიან მნიშვნელოვანი პერსონები The V.I.P.s მაქს ბუდა
1965 შუაღამის ზარები Chimes at Midnight ფალსტაფი / რეჟისორი
1966 ყველა დროის ადამიანი A Man for All Seasons ტომას უოლსი
1967 კაზინო როიალი Casino Royale ლე შიფრი
1968 უკვდავი ისტორია The Immortal Story მისტერ კლეი / რეჟისორი
1974 ფ როგორც ფალსიფიკაცია F for Fake საკუთარი თავი / რეჟისორი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: