ჯავშნოსანი პოტიომკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯავშნოსანი პოტიომკინი

ფილმის პოსტერი
რეჟისორი სერგეი ეიზენშტეინი
პროდიუსერი იაკობ ბლიოხი
სცენარის ავტორი ნინა აგაჯანოვა-შუტკო
ნიკოლოზ ასეევი
როლებში ალექსანდრე ანტონოვი
ვლადიმერ ბარსკი
გრიგორი ალექსანდროვი
ივანე ბობროვი
კომპოზიტორი ვლადიმერ ხეიფეცი
ნიკოლოზ კრიუკოვი
ედმუნდ მაიზელი
დიმიტრი შოსტაკოვიჩი (ხელახალი გამოცემა)
ოპერატორი ედუარდ ტისე
ვლადიმერ პოპოვი
გამოსვლის თარიღი 21 დეკემბერი, 1925 (სსრკ)
5 დეკემბერი, 1926 (აშშ; მხოლოდ ნიუ-იორკი)
ხანგრძლივობა 75 წთ.
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა რუსული

ჯავშნოსანი პოტიომკინი (რუს. Броненосец «Потёмкин») — 1925 წლის მუნჯი მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია სერგეი ეიზენშტეინი. სხვადასხვა დროს არაერთ გამოკითხვაში არაერთხელ აღიარეს ყველა დროისა და ხალხის ერთ-ერთ საუკეთესო ან საუკეთესო ფილმად. სცენარის ავტორი იყო ნინა აგაჯანოვა-შუტკო. დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1905 წლის ივნისში შავი ზღვის ფლოტის საესკადრო ჯავშნოსანზე „კნიაზ პოტიომკინ-ტავრიჩესკიზე“, სადაც მოხდა მეზღვაურთა ამბოხება.

ფილმი გადაღებული იქნა 1905 წლის პირველი რუსული რევოლუციის მე-20 წლისთავზე. ფილმის პრემიერა გაიმართა 1926 წლის 18 იანვარს მოსკოვში. მუნჯი ფილმი გახმოვანებული იქნა 1930 წელს, ხოლო აღდგენილი იქნა 1950 წელს (კომპოზიტორი ნიკოლოზ კრიუკოვი) და ხელახლა გამოიცა „მოსფილმში“ 1976 წელს (კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩი). 1925 წელს გერმანიაში ფილმის ნეგატივის გაყიდვისა და რეჟისორ ფილ იუცის მიერ ფილმის ხელახალი მონტაჟის შემდეგ, ჯავშნოსანი პოტიომკინი მსოფლიო გაქირავებაში გამოვიდა საავტორო ვერსიისგან განსხვავებულად: მატროსების დახვრეტა გადატანილი იქნა დასაწყისიდან ფილმის ბოლოში. შემდგომ, ჯავშნოსანი პოტიომკინი სსრკ-ში დაექვემდებარა ცენზურას: ამოჭრილი იყო ფილმის ზოგიერთი კადრი და შუალედური ტიტრი, პროლოგში არსებული ლევ ტროცკის სიტყვა შეცვალეს ვლადიმერ ლენინის ციტატაზე.

2005 წელს ფონდ „გერმანული კინემატეკას“ საერთო ხელმძღვანელობითა და რუსეთის ფედერაციის კინოფილმების სახელმწიფო ფონდისა და რუსეთის სახელმწიფო ლიტერატურისა და ხელოვნების არქივის მონაწილეობით ფილმის საავტორო ვერსია აღდგენილი და მუსიკით გახმოვანებული იქნა ედმუნდ მაიზელის მიერ.

ფილმი 1926 წელს ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად დაასახელა, 1978 წელს მსოფლიო კინოკრიტიკოსების მიერ ას საუკეთესო ფილმს შორის პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო 2010 წელს ჟურნალმა „Empire“-მა მსოფლიო კინომატოგრაფიის საუკეთესო ასეულში მესამე ადგილი მიაკუთვნა. ჯავშნოსანი პოტიომკინი 1958 წელს ბრიუსელის მსოფლიო გამოფენაზე დასახელდა როგორც ყველა დროის საუკეთესო ფილმი.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
ალექსანდრე ანტონოვი ვაკულენჩუკი ვაკულენჩუკი
ვლადიმერ ბარსკი მეთაური გოლიკოვი მეთაური გოლიკოვი
გრიგორი ალექსანდროვი ლეიტენანტი გილიაროვსკი ლეიტენანტი გილიაროვსკი
მიხეილ გომოროვი მატროსი მატროსი
ივანე ბობროვი მატროსი მატროსი
ალექსანდრე ლევშინი ოფიცერი ოფიცერი
ნ. პოლტავცევა ქალი პენსნეთი ქალი პენსნეთი
ვლადიმერ ურალსკი მატროსი მატროსი
ანდრია ფაიტი ამწყობი ამწყობი
სერგეი ეიზენშტეინი ოდესის მაცხოვრებელი ოდესის მაცხოვრებელი
კონსტანტინე ფელდმანი შეთქმული მენშევიკი შეთქმული მენშევიკი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: