ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში − ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც, ალფრედ ნობელის აზრით, შექმნილი აქვს „იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება“. „თხზულებაში“ იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც და ცალკეულ ნაშრომებსაც დაუმსახურებია ჯილდო (მაგალითად, უინსტონ ჩერჩილის შემთხვევაში). შვედეთის აკადემია მთელი წლის განმავლობაში განიხილავს მსოფლიოში მიმდინარე ლიტერატურულ ტენდენციებს და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.
ზემოთ ნახსენებ ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება, როგორც იდეალისტური, აგრეთვე როგორც იდეალი. შესაბამისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა ნობელის სურვილი სიტყვასიტყვით შეესრულებინა, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორებიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰენრიკ იბსენი, რომელთა ნაწარმოებები საკმარისად „იდეალისტური“ არ იყო. შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შერჩევის კრიტერიუმები შეარბილა და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გააკეთა.
ნობელის პრემია არ არის ლიტერატორის წარმატებისა და პოპულარობის საზომი. ბევრი მწერალი, საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერების ავტორი, ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება.
ნომინაციის პროცედურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველწლიურად შვედეთის აკადემია აქვეყნებს განცხადებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ. თავად აკადემიის წევრები, ლიტერატურული აკადემიების წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები, ენისა და ლიტერატურის პროფესორები, ნობელის პრემიის ყოფილი ლაურეატები და მწერალთა ორგანიზაციების პრეზიდენტები უფლებამოსილი არიან წარადგინონ კანდიდატები. ამავდროულად, მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის წარდგენა.
შვედეთის აკადემიას ყოველწლიურად ათასობით განაცხადი ეგზავნება და მთელი მსოფლიოდან მხოლოდ 50-მდე კანდიდატის წარდგენა ხდება. 1 თებერვლისთვის კანდიდატთა სიების მიღება წყდება. აპრილისთვის აკადემია კანდიდატთა რაოდენობას 20-მდე ამცირებს, მოგვიანებით, ზაფხულში კი 5 კანდიდატის სია ქვეყნდება. იმავე წლის ოქტომბერში აკადემიის წევრები კენჭს უყრიან კანდიდატებს და ის მწერალი, რომელიც მის წევრთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებს, ოფიციალურად ცხადდება ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატად.
პრემიის ფულადი ნომინალი დაარსებიდან იცვლება და სადღეისოდ დაახლოებით 10 მილიონ შვედურ კრონს შეადგენს. ლაურეატი იღებს აგრეთვე ოქროს მედალსა და ნობელის დიპლომს.
ნობელის პრემიის ლაურეატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს სია შეიცავს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატთა ქრონოლოგიურ ნუსხას და ნობელის კომიტეტის დასაბუთებას. ანბანურ ნუსხას იძლევა ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში.
1901–1910 · 1911–1920 · 1921–1930 · 1931–1940 · 1941–1950 · 1951–1960 · 1961–1970 · 1971–1980 · 1981–1990 · 1991–2000 · 2001–2010 · 2011–2020 · 2021–დღემდე
1901–1910
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
|---|---|---|---|---|
| 1901 | სიული პრიუდომი (დ. 1839 — გ. 1907) |
„როგორც აღიარება მისი გამორჩეული და ასევე დღის სინათლეზე გვიან გამოსული ღვაწლისა მწერლობაში, განსაკუთრებით კი პოეზიაში, სადაც იგი ავლენს მაღალ იდეალიზმს, მხატვრულ სრულყოფილებასა და გულისა და სულის იშვიათ ერთიანობას“ | ||
| 1902 | თეოდორ მომზენი (დ. 1817 — გ. 1903) |
„მონუმენტური ნაშრომისათვის „რომის ისტორია“ | ||
| 1903 | ბიორნსტიერნე ბიორნსონი (დ. 1832 — გ. 1910) |
„კეთილშობილური და მაღალი პოეზიისათვის, რომელიც შთაგონების სინორჩითა და სულის იშვიათი სისპეტაკით გამოირჩეოდა, და ასევე ეპიკური და დრამატული ნიჭიერებისათვის“ | ||
| 1904 | ფრედერიკ მისტრალი (დ. 1830 — გ. 1914) |
„პოეტური ნაწარმოებების სიახლისა და ორიგინალურობისათვის, რითაც ასე მართლად გამოვლინდა ხალხის სული“ | ||
| ხოსე ეჩეგარაი ი ეისაგირე (დ. 1832 —გ. 1916) |
„ესპანური დრამის აღორძინებაში მრავალრიცხოვანი დამსახურებებისათვის“ | |||
| 1905 | ჰენრიკ სენკევიჩი (დ. 1846 — გ. 1916) |
„ეპოსის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის“ | ||
| 1906 | ჯოზუე კარდუჩი (დ. 1835 — გ. 1907) |
„შემოქმედებითი ენერგიის, სტილის სიახლისა და მისი პოეტური შედევრების ლირიკული ძალისათვის“ | ||
| 1907 | ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი (დ. 1865 — გ. 1936) |
„თხრობის ლაღი ფანტაზიისათვის, იდეათა მოწიფულობისათვის, ყურადღებიანობისა და ნიჭიერებისათვის“ | ||
| 1908 | რუდოლფ ქრისტოფ ეიკენი (დ. 1846 — გ.1926) |
„ჭეშმარიტების სერიოზული ძიებისათვის, აზროვნების ყველგან შემღწევი ძალისათვის, ფართო თვალსაწიერისათვის, სიხალასისა და დამაჯერებლობისათვის, რომლებითაც იგი იცავდა და ავითარებდა იდეალისტურ ფილოსოფიას“ | ||
| 1909 | სელმა ლაგერლოფი (დ. 1858 — გ. 1940) |
„მაღალი იდეალიზმისათვის, ნათელი წარმოსახვისა და სულიერი აღქმისათვის, რომელიც მის ნაშრომებს ახასიათებს“ | ||
| 1910 | პაულ ფონ ჰაიზე (დ. 1830 — გ. 1914) |
„დრამატურგს, რომანისტსა და საქვეყნოდ ცნობილი ნოველების ავტორს მხატვრულობისათვის, ლირიკული პოეტის იდეალიზმისათვის“ |
1911–1920
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
|---|---|---|---|---|
| 1911 | მორის მეტერლინკი (დ. 1862 — გ. 1949) |
„წარმოსახვის სიმდიდრითა და პოეტური ფანტაზიით აღნიშნული დრამატული ნაწარმოებებისათვის“ | ||
| 1912 | გერჰარტ ჰაუპტმანი (დ. 1862 — გ. 1946) |
„დრამატული ხელოვნების დარგში ნაყოფიერი, ნაირფეროვანი და გამოჩენილი მოღვაწეობის ნიშნად“ | ||
| 1913 | რაბინდრანათ თაგორი (დ. 1861— გ. 1941) |
„ღრმად შეგრძნობილი, ორიგინალური და მშვენიერი ლექსებისათვის, რომლებშიც განუმეორებელი ოსტატობით გამოვლინდა მისი პოეტური აზროვნება“ | ||
| 1914 | პრემია არ გაცემულა | |||
| 1915 | რომენ როლანი (დ. 1866 — გ. 1944) |
„ლიტერატურულ ნაწარმოებთა მაღალი იდეალიზმისათვის, ჭეშმარიტებისადმი თანაგრძნობისა და სიყვარულისათვის“ | ||
| 1916 | კარლ გუსტავ ვერნერ ფონ ჰეიდენსტამი (დ. 1859 — გ. 1940) |
„როგორც მსოფლიო ლიტერატურაში ახალი ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენელს“ | ||
| 1917 | კარლ ადოლფ გელერუპი (დ. 1857 — გ. 1919) |
„მრავალფეროვანი პოეტური შემოქმედებისა და ამაღლებული იდეალებისათვის“ | ||
| ჰენრიკ პონტოპიდანი (დ. 1857 — გ. 1943) |
„დანიის თანამედროვე ცხოვრების გულმართალი აღწერისათვის“ | |||
| 1918 | პრემია არ გაცემულა | |||
| 1919 | კარლ შპიტელერი (დ. 1845 — გ. 1924) (გადაეცა 1920 წელს) |
„შეუდარებელი ეპოსისათვის „ოლიმპიური გაზაფხული““ | ||
| 1920 | კნუტ ჰამსუნი (დ. 1859 — გ. 1952) |
„მონუმენტური ნაწარმოებისათვის „მიწის მადლი“ („Segen der Erde“) |
1921–1930
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
|---|---|---|---|---|
| 1921 | ანატოლ ფრანსი (დ. 1844 — გ. 1924) |
„როგორც აღიარება მისი ბრწყინვალე სამწერლობო საქმიანობისა, რომელიც გამორჩეულია ხელოვნების თავისებური სტილით, დიდსულოვანი ჰუმანიზმით, მომხიბვლელობითა და ფრანგული სულით“ | ||
| 1922 | ხაკინტო ბენავენტე ი მარტინესი (დ. 1866 — გ. 1954) |
„თავისი შემოქმედებისათვის, რომელშიც იგი ესპანეთის დრამის ღირსეულ ტრადიციებს აგრძელებდა“ | ||
| 1923 | უილიამ ბათლერ იეითსი (დ. 1865 — გ. 1939) |
„მისი მუდმივად აღმაფრთოვანებელი პოეზიისათვის, რომელიც გამოხატულია ხალხის სულისკვეთების ურთულეს მხატვრულ ხერხებში“ | ||
| 1924 | ვლადისლავ რეიმონტი (დ. 1867 — გ. 1925) |
„მისი დიდებული ნაციონალური ეპოსისათვის „კაცები““ | ||
| 1925 | ჯორჯ ბერნარდ შოუ (დ. 1856 — გ. 1950) (გადაეცა 1926 წელს) |
„მისი როგორც იდეალიზმის, ისე ჰუმანიზმის მატარებელი შემოქმედებისათვის, რომლის სრული სატირა ხშირად თავისებურ პოეტურ სილამაზესთან ერთიანდება“ | ||
| 1926 | გრაცია დელედა (დ. 1871 — გ. 1936) (გადაეცა 1927 წელს) |
„მისი დიდი იდეალიზმის მატარებელი შემოქმედებისათვის, რომელიც თვალსაჩინოდ აღწერს მის მამაშვილურ წარსულს და ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ეხება“ | ||
| 1927 | ანრი ბერგსონი (დ. 1859 — გ. 1941) (გადაეცა 1928 წელს) |
„როგორც აღიარება მისი მდიდარი და მაცოცხლებელი იდეებისა და ბრწყინვალე ხელოვნებისა“ | ||
| 1928 | სიგრიდ უნსეტი (დ. 1882 — გ. 1949) |
„უწინარეს ყოვლისა, შუა საუკუნეების ჩრდილოელთა (სკანდინავიელთა) ცხოვრების ცოცხლად და რეალურად აღწერისათვის“ | ||
| 1929 | თომას მანი (დ. 1875 — გ. 1955) |
„უწინარეს ყოვლისა, მისი რომანისათვის „ბუდენბროკები“, რომელიც დროთა განმავლობაში აღიარებულ იქნა თანამედროვე ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშად“ | ||
| 1930 | სინკლერ ლუისი (დ. 1885 — გ. 1951) |
„მისი მძლავრი და ცოცხალი აღწერის ხელოვნებისათვის, აგრეთვე ხუმრობითა და იუმორით ტიპების შექმნის ნიჭისათვის“ |
1931–1940
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
|---|---|---|---|---|
| 1931 | ერიკ აქსელ კარლფელდტი (დ. 1864 — გ. 1931) |
„ერიკ აქსელ კარლფელდტის პოეზიისათვის“ | ||
| 1932 | ჯონ გოლზუორთი (დ. 1867 — გ. 1933) |
„არისტოკრატული თხრობის ხელოვნებისათვის, რომელიც საუკეთესოდაა გამოხატული მის რომანში „ფორსაიტების საგა““ | ||
| 1933 | ივანე ბუნინი (დ. 1870 — გ. 1953) |
მოქალაქეობის გარეშე, მცხოვრები |
„მკაცრი მხატვრული შემოქმედებისათვის, რითაც იგი კლასიკურ რუსულ ხაზს წარმოადგენს პროზასა და პოეზიაში“ | |
| 1934 | ლუიჯი პირანდელო (დ. 1867 — გ. 1936) |
„მისი შეუპოვარი და გონებამახვილური შემოქმედებისათვის დრამასა და სასცენო ხელოვნებაში“ | ||
| 1935 | პრემია არ გაცემულა | |||
| 1936 | იუჯინ ო'ნილი (დ. 1888 — გ. 1953) |
„მისი სიძლიერისათვის, გულწრფელობისა და ძლიერი გრძნობისათვის, აგრეთვე დამოუკიდებელი შეხედულებებისათვის ტრაგიკულ დრამატულ პოეზიაში“ | ||
| 1937 | როჟე მარტინ დიუ გარი
(დ. 1881 — გ. 1958) |
„მხატვრული სიძლიერისა და ჭეშმარიტებისათვის, რითაც იგი თავისი რომანების სერიაში „Les Thibault“ ადამიანურ წინააღმდეგობებსა და თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვან მხარეებს წარმოადგენდა“ | ||
| 1938 | პერლ ბაკი (დ. 1892 — გ. 1973) |
„მისი მდიდარი და ჭეშმარიტად ეპიკური შემოქმედებისათვის, რომელშიც იგი ჩინელი გლეხების ცხოვრებას აღწერს, და ბიოგრაფიული შედევრებისათვის“ | ||
| 1939 | ფრანს ემილ სილანპაა (დ. 1888 — გ. 1964) |
„ღრმა ჩანაფიქრისა და დახვეწილი მხატვრული სტილისათვის, რომლითაც იგი საკუთარი სამშობლოს ბუნებასა და ხალხის ცხოვრებას ორმხრივი დამოკიდებულებით აღწერს“ | ||
| 1940 | პრემია არ გაცემულა |
1941–1950
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
|---|---|---|---|---|
| 1941 | პრემია არ გაცემულა | |||
| 1942 | პრემია არ გაცემულა | |||
| 1943 | პრემია არ გაცემულა | |||
| 1944 | იოჰანეს ვილჰელმ იენსენი (დ. 1873 — გ. 1950) |
„მისი პოეტური ფანტაზიის იშვიათი სიძლიერისა და ნაყოფიერებისათვის, რომელიც დაკავშირებულია მის ყოვლისმომცველ ინტელექტსა და შემოქმედებით ხელოვნებასთან“ | ||
| 1945 | გაბრიელა მისტრალი (დ. 1889 — გ. 1957) |
„ძლიერი ემოციებით შთაგონებული ლირიკისათვის, რომელმაც პოეტის სახელი მთელ ლათინურამერიკულ სამყაროში იდეალური მისწრაფებების სიმბოლოდ აქცია“ | ||
| 1946 | ჰერმან ჰესე (დ. 1877 — გ. 1962) |
„მისი ინსტირირებული შემოქმედებისათვის, რომელიც ღრმა კლასიკური ჰუმანური იდეალებით გამოირჩევა“ | ||
| 1947 | ანდრე ჟიდი (დ. 1869 — გ. 1951) |
„მისი ყოვლისმომცველი და მხატვრულად უმნიშვნელოვანესი შემოქმედებისათვის, რომელშიც კაცობრიობის კითხვები და გარემოებები უშიშარი ალალმართლობითა და ფსიქოლოგიური შორსმჭვრეტელობითაა წარმოდგენილი“ | ||
| 1948 | ტომას სტერნზ ელიოტი (დ. 1888 — გ. 1965) |
„მისი, როგორც თანამედროვე პოეზიის ნოვატორის. აღსანიშნავი ღვაწლისათვის“ | ||
| 1949 | უილიამ ფოლკნერი (დ. 1897— გ. 1962) |
„მისი ძლიერი და მხატვრულად თვითმყოფადი ღვაწლისათვის ამერიკულ რომანებში“ | ||
| 1950 | ბერტრან რასელი (დ. 1872— გ. 1970) |
„როგორც აღიარება მისი მრავალმხრივი და უმნიშვნელოვანესი შემოქმედებისა, რომელშიც იგი ჰუმანიზმისა და აზრის თავისუფლებისათვის მებრძოლად წარმოგვიდგება“ |
1951–1960
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
|---|---|---|---|---|
| 1951 | პერ ლაგერკვისტი (დ. 1891— გ. 1974) |
„მხატვრული სიძლიერისა და თვითმყოფადობისათვის, რისი საშუალებითაც იგი თავის პოეზიაში ეძიებს პასუხებს კაცობრიობის მარადიულ კითხვებზე“ | ||
| 1952 | ფრანსუა მორიაკი (დ. 1885 — გ. 1970) |
„ადამიანის სულის შემეცნებისა და მხატვრული სიძლიერისათვის, რითაც იგი რომანის ფორმით წარმოაჩენს ადამიანური ცხოვრების დრამას“ | ||
| 1953 | უინსტონ ჩერჩილი (დ. 1874 — გ. 1965) |
„ისტორიულ და ბიოგრაფიულ შემოქმედებაში მისი ოსტატობისათვის, აგრეთვე ბრწყინვალე ორატორული ხელოვნებისათვის, რითაც იგი უმაღლესი ადამიანური ღირებულებების დამცველად წარმოგვიდგება“ | ||
| 1954 | ერნესტ ჰემინგუეი (დ. 1899 — გ. 1961) |
„ნაწარმოებისათვის „მოხუცი და ზღვა“ („The Old Man and the Sea“) | ||
| 1955 | ჰალდორ ლაქსნესი (დ. 1902— გ. 1998) |
„მისი თვალსაჩინო ეპიკური პოეზიისათვის, რომელიც დიდებულ ისლანდიურ თხრობის სტილს იმეორებს“ | ||
| 1956 | ხუან რამონ ხიმენესი (დ. 1881 — გ. 1958) |
„მისი ლირიკული პოეზიისათვის, რომელიც ესპანურ ენაში მაღალი სულიერებისა და მხატვრული სიწმინდის მაგალითადაა მიჩნეული“ | ||
| 1957 | ალბერ კამიუ (დ. 1913 — გ. 1960) |
„მისი უმნიშვნელოვანესი შემოქმედებისათვის, რომელიც ჩვენს დროში ადამიანის სინდისის პრობლემების შორსმჭვრეტელი სერიოზულობით ბრწყინავს“ | ||
| 1958 | ბორის პასტერნაკი (დ. 1890 — გ. 1960) (უარი განაცხადა)[3] |
„მისი მნიშვნელოვანი წვლილისათვის როგორც თანამედროვე ლირიკაში, ისე დიდებული ტრადიციული რუსული თხრობის სტილის სფეროში“ | ||
| 1959 | სალვატორე კვაზიმოდო (დ. 1901 — გ. 1968) |
„მისი ლირიკული პოეზიისათვის, რომელშიც კლასიკური ცეცხლითაა აღბეჭდილი თანამედროვე ტრაგიკული ცხოვრების წესი“ | ||
| 1960 | სენ-ჟონ პერსი (დ. 1887 — გ. 1975) |
„მისი პოეზიის შემოქმედებითი ფანტაზიებისათვის“ |
1961–1970
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
|---|---|---|---|---|
| 1961 | ივო ანდრიჩი (დ. 1892 — გ. 1975) |
„იმ ეპიკური სიძლიერისათვის, რომლითაც იგი თავისი ქვეყნის ისტორიის მოტივებსა და სულს წარმოაჩენს“ | ||
| 1962 | ჯონ სტაინბეკი (დ. 1902 — გ. 1968) |
„მისი უნიკალური რეალისტური და ფანტაზიებით მდიდარი თხრობის სტილისათვის, რომელიც გამორჩეულია იუმორითა და სოციალური გამჭრიახობით“ | ||
| 1963 | გიორგოს სეფერისი (დ. 1900 — გ. 1971) |
„მისი ჩინებული ლირიკული პოეზიისათვის, რომელიც შთაგონებულია ელინისტური კულტურის ღრმა შეგრძნებით“ | ||
| 1964 | ჟან-პოლ სარტრი (დ. 1905 — გ. 1980) (უარი განაცხადა) |
„როგორც აღიარება მისი ნოვატორული სამწერლობო შემოქმედებისა, რომლის თავისუფალმა სულმა და სიმართლის ძიებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს დროზე“ | ||
| 1965 | მიხეილ შოლოხოვი (დ. 1905 — გ. 1984) |
„მისი მხატვრული სიძლიერისა და გულწრფელობისათვის, რითაც მან საკუთარ ეპოსში „წყნარი დონი“ რუსი ხალხის ცხოვრების ისტორიული მონაკვეთი წარმოაჩინა“ | ||
| 1966 | შმუელ აგნონი (დ. 1888 — გ. 1970) |
„მისი ებრაელი ხალხის ცხოვრების მოტივებზე აგებული, საფუძვლიანი და დამახასიათებელი თხრობის სტილისათვის“ | ||
| ნელი ზაქსი (დ. 1891 — გ. 1970) |
„მისი გამორჩეული ლირიკული და დრამატული ნაწარმოებებისათვის, რომელშიც ისრაელის სული ენამახვილური მკაფიოობით არის აღწერილი“ | |||
| 1967 | მიგელ ანგელ ასტურიასი (დ. 1899 — გ. 1974) |
„მისი პოპულარულ თავისებურებებსა და ინდიელთა ტრადიციებში (ლათინური ამერიკა) ფესვგადგმული მრავალფეროვანი პოეზიისათვის“ | ||
| 1968 | იასუნარი კავაბატა (დ. 1899 — გ. 1972) |
„მისი ოსტატური თხრობის სტილისათვის, რომელიც უდიდესი სიფაქიზით გამოხატავს იაპონური აზროვნების არსს“ | ||
| 1969 | სემიუელ ბეკეტი (დ. 1906 — გ. 1989) |
„პოეზიისათვის, რომელიც რომანისა და დრამის ახალ ფორმებში ადამიანის მხატვრულ შეგნებას ამდიდრებს“ | ||
| 1970 | ალექსანდრე სოლჟენიცინი (დ. 1918 — გ. 2008) |
„იმ ეთიკური სიძლიერისათვის, რომლითაც იგი რუსული ლიტერატურის უცვლელ ტრადიციებს განაგრძობს“ |
1971–1980
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
|---|---|---|---|---|
| 1971 | პაბლო ნერუდა (დ. 1904 — გ. 1973) |
„პოეზიისათვის, რომელიც ბუნების ძალის ზეგავლენით აცოცხლებს კონტინენტის ბედისწერასა და ოცნებებს“ | ||
| 1972 | ჰაინრიხ ბიოლი (დ. 1917 — გ. 1985) |
„მისი პოეზიისათვის, რომელიც თანამედროვე ისტორიასთან კავშირითა და მაცოცხლებელი ენერგიით შემოიჭრა გერმანულ ლიტერატურაში“ | ||
| 1973 | პატრიკ უაიტი (დ. 1912 — გ. 1990) |
„მისი ეპიკური და ფსიქოლოგიური თხრობის ხელოვნებისათვის, რომლითაც ლიტერატურა მსოფლიოს ახალ ნაწილად იქცა“ | ||
| 1974 | ეივინდ იუნსონი (დ. 1900 — გ. 1976) |
„მისი თხრობის სტილისათვის, რომელიც ქვეყნებსა და დროზე შორსმჭვრეტელობით გამოირჩევა და თავისუფლების სამსახურში დგას“ | ||
| ჰარი მარტინსონი (დ. 1904 — გ. 1978) |
„პოეტური შემოქმედებისათვის, რომელიც ნამის წვეთებს ატყვევებს და კოსმოსის ანარეკლია“ | |||
| 1975 | ეუჟენიო მონტალე (დ. 1896 — გ. 1981) |
„მისი განსაკუთრებულად შემკული პოეზიისათვის, რომელიც ადამიანური ღირებულებების დიდი მხატვრული და ფაქიზი შეგრძნებით გამოირჩევა“ | ||
| 1976 | სოლ ბელოუ (დ. 1915 — გ. 2005) |
„ადამიანური შემეცნებისა და კულტურის სათუთი ანალიზისათვის, რომლებიც მის ნაწარმოებშია გაერთიანებული“ | ||
| 1977 | ვისენტე ალეიქსანდრე (დ. 1898 — გ. 1984) |
„მისი ნოვატორული პოეზიისათვის, რომელიც ადამიანის გარემოებებს კოსმოსსა და დღევანდელ საზოგადოებაში აშუქებს და ამავდროულად წარმოადგენს ესპანური ტრადიციული პოეზიის განახლებას ომებს შორის“ | ||
| 1978 | ისააკ ბაშევის ზინგერი (დ. 1902 — გ. 1991) |
„მისი შეუცვლელი თხრობის სტილისათვის, რომელიც პოლონურ-ებრაული კუტურულ-ტრადიციული ფესვებით ადამიანის უმაღლეს ღირებულებებს სიცოცხლისუნარიანს ხდის“ | ||
| 1979 | ოდისეას ელიტისი (დ. 1911 — გ. 1996) |
„მისი ბერძნულ ტრადიციებზე დაფუძნებული პოეზიისათვის, რომელიც ესთეტიკური სიძლიერითა და ინტელექტუალური მკაფიოობით წარმოაჩენს თანამედროვე ადამიანის ბრძოლას თავისუფლებისათვის“ | ||
| 1980 | ჩესლავ მილოში (დ. 1911 — გ. 2004) |
„იმისთვის, რომ ადამიანის ადგილს მძიმე კონფლიქტების სამყაროში უკომპრომისო სიცხადით წარმოაჩენს“ |
1981–1990
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
|---|---|---|---|---|
| 1981 | ელიას კანეტი (დ. 1905 — გ. 1994) |
„მისი სამწერლობო შემოქმედებისათვის, რომელიც გამორჩეულია შორსმჭვრეტელობით, მდიდარი იდეებითა და მხატვრული სიძლიერით“ | ||
| 1982 | გაბრიელ გარსია მარკესი (დ. 1927 — გ. 2014) |
„მისი რომანებისა და მოთხრობებისათვის, რომლებშიც ფანტასტიკა და რეალიზმი პოეზიის ერთ მრავალფეროვან სამყაროში ერთიანდება და რომელიც კონტინენტის ცხოვრებასა და კონფლიქტებს ასახავს“ | ||
| 1983 | უილიამ გოლდინგი (დ. 1911 — გ. 1993) |
„მისი რომანებისათვის, რომლებიც რეალისტური თხრობის სტილითა და მრავალმნიშვნელოვანი ყოვლისმომცველობით წარმოაჩენს ადამიანურ დამოკიდებულებებს დღევანდელ სამყაროში“ | ||
| 1984 | იაროსლავ სეიფერტი (დ. 1901 — გ. 1986) |
„მისი პოეზიისათვის, რომელიც გრძნობათა სიმძაფრით ასახავს ადამიანური ბუნების დაუცხრომლობასა და მრავალფეროვნებას“ | ||
| 1985 | კლოდ სიმონი (დ. 1913 — გ. 2005) |
„საკუთარ რომანებში პოეტისა და მხატვრის შემოქმედების გაერთიანებისათვის“ | ||
| 1986 | უოლე შოინკა (დ. 1934) |
„ფართო კულტურულ პერსპექტივებში ადამიანური არსის დრამის პოეტური ობერტონებით წარმოდგენისათვის“ | ||
| 1987 | იოსიფ ბროდსკი (დ. 1940 — გ. 1996) |
„ამომწურავი და ფართო ლიტერატურული შემოქმედებისათვის, რომელიც გამორჩეულია გონებრივი გამჭრიახობითა და პოეტური გამოხატვის სიძლიერით“ | ||
| 1988 | ნაჯიბ მაჰფუზი (დ. 1911 — გ. 2006) |
„როგორც ახალი ეგვიპტური თხრობის სტილის (სოციალ-კრიტიკული) წარმომადგენელს, ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის“ | ||
| 1989 | კამილო ხოსე სელა (დ. 1916 — გ. 2002) |
„მისი მდიდარი და შეუცვლელი ხელოვნებისათვის პროზაში, რომელიც ფარული თანაგრძნობით წარმოაჩენს ადამიანის დაუცველობას“ | ||
| 1990 | ოქტავიო პასი (დ. 1914 — გ. 1998) |
„მისი ფართო ჰორიზონტების მქონე სასიყვარულო პოეზიისათვის, რომელიც გონებამახვილობითა და ჰუმანური ერთიანობითაა გამორჩეული“ |
1991–2000
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
|---|---|---|---|---|
| 1991 | ნადინ გორდიმერი (დ. 1923 — გ. 2014) |
„მისი ეპიკური პოეზიისათვის, რომელმაც კაცობრიობას უდიდესი სარგებელი მოუტანა და ისტორიული მოვლენები ღრმა შორსმჭვრეტელობით აღწერა“ | ||
| 1992 | დერეკ უოლკოტი (დ. 1930 — გ. 2017) |
„ბრწყინვალე, ისტორიული განმჭვრეტელობის მატარებელი პოეზიისათვის, რომელიც მულტიკულტურულ ვალდებულებებზეა დაფუძნებული“ | ||
| 1993 | ტონი მორისონი (დ. 1931 — გ. 2019) |
„ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე მისი ლიტერატურული წარმოდგენებისათვის, რომელიც საოცნებო ძალითა და პოეტური ლაკონიურობით გამოირჩევა“ | ||
| 1994 | კენძაბურო ოე (დ. 1935 — გ. 2023) |
„წარმოსახვითი სამყაროს შექმნისათვის, სადაც რეალურისა და გამონაგონის სინთეზი ოსტატურად გადმოგვცემს თანამედროვე სამყაროს ადამიანთა გაურკვეველ ყოფას“ | ||
| 1995 | შეიმას ჰინი (დ. 1939 — გ. 2013) |
„მისი საერთო შემოქმედების ლირიკული სილამაზისა და ეთიკური სიღრმისათვის“ | ||
| 1996 | ვისლავა შიმბორსკა (დ. 1923 — გ. 2012) |
„მისი ნაწარმოებისათვის, რომელიც ირონიულად და ზუსტად წარმოაჩენს ადამიანური სინამდვილის ფრაგმენტებში ისტორიულ და ბიოლოგიურ დამოკიდებულებას“ | ||
| 1997 | დარიო ფო (დ. 1926 — გ. 2016) |
„მისი სახალხო-პოლიტიკური სააგიტაციო თეატრისათვის“ | ||
| 1998 | ჟოზე სარამაგო (დ. 1922 — გ. 2010) |
„იმისთვის, რომ მისი თანაგრძნობითა და ირონიით გამყარებული იგავის გამოყენება გვაძლევს საშუალებას, გავარკვიოთ, რა არის ილუზორული რეალობა“ | ||
| 1999 | გიუნტერ გრასი (დ. 1927 — გ. 2015) |
„იმისთვის, რომ მან მივიწყებული ისტორიის სახე მხიარულ-შავ ფერებში გამოხატა“ | ||
| 2000 | გაო სინძიანი (დ. 1940) |
„მისი უნივერსალური დიდსულოვნებით გამორჩეული ნაწარმოებისათვის, მწარე მიხვედრილობითა და ენობრივი გონებამახვილობით“ |
2001–2010
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
|---|---|---|---|---|
| 2001 | ვიდიადჰარ ნაიპოლი (დ. 1932 — გ. 2018) |
„მისი ნამუშევრებისათვის, რომლებიც ნათლად გასაგებ თხრობასა და უანგარო დაკვირვებას აერთიანებს და ჩვენ გვაიძულებს, ისტორიის ნაცვლად აწმყო დავინახოთ“ | ||
| 2002 | იმრე კერტეში (დ. 1929 — გ. 2016) |
„სამწერლობო ნამუშევრისათვის, რომელიც ისტორიული ბარბაროსული თვითნებობის საპირისპიროდ ერთეულთა მყიფე გამოცდილებას ამტკიცებს“ | ||
| 2003 | ჯონ მაქსველ კუტზეე (დ. 1940) |
„იმისთვის, რომ გარეშე პირთა მონაწილეობას მრავალგვარ შესამოსელში წარმოაჩენს“ | ||
| 2004 | ელფრიდე იელინეკი (დ. 1946) |
„რომანებსა და პიესებში ხმათა მუსიკალური მდინარებისათვის, რითაც უნიკალური ენობრივი გატაცებით აღწერს სოციალური სტერეოტიპების აბსურდულობას და მათ ძლიერ ზეგავლენას საზოგადოებაზე“ | ||
| 2005 | ჰაროლდ პინტერი (დ. 1930 — გ. 2008) |
„იმისთვის, რომ თავის დრამებში ყოველდღიური ჭორაობის ქვეშ არსებულ უფსკრულს წარმოაჩენს და ჩაკეტილ ოთახში მიჩქმალულებს ააშკარავებს“ | ||
| 2006 | ორჰან ფამუქი (დ. 1952) |
„იმისთვის, რომ საკუთარი, მშობლიური ქალაქის, სტამბოლის, მელანქოლიური სულის ძიებაში კულტურათა შეჯახებისა და ინტეგრაციის ახალი სიმბოლოები იპოვა“ | ||
| 2007 | დორის ლესინგი (დ. 1919 — გ. 2013) |
„როგორც ქალური გამოცდილების მქონე ეპიკოსს, რომელმაც სკეპტიციზმით, გატაცებითა და წარმოსახვითი სიძლიერით გამოსაცდელად მოამზადა დანაკუწებული ცივილიზაცია“ | ||
| 2008 | ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო (დ. 1940) |
„როგორც პოეტური თავგადასავლებისა და გონებრივი ექსტაზის ავტორს, მმართველი ცივილიზაციის შიგნით და გარეთ ადამიანობის მკვლევარს“ | ||
| 2009 | ჰერტა მიულერი (დ. 1953) |
„იმისთვის, რომ პოეზიის გაძლიერებითა და პროზის ობიექტურობით გვიხატავს უსამშობლოობის სურათებს“ | ||
| 2010 | მარიო ვარგას ლიოსა (დ. 1936 — გ. 2025) |
„სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისათვის“ |
2011–2021
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
|---|---|---|---|---|
| 2011 | ტომას ტრანსტრიომერი (დ. 1931— გ. 2015) |
„მდიდარი, ნახევრად გამჭვირვალე სურათების მეშვეობით რეალურობის ახლებური შეგრძნებისათვის“[6] | ||
| 2012 | მო იენი (დ. 1955) |
„ჰალუცინაციური რეალიზმის საშუალებით ხალხური ზღაპრების, ისტორიისა და თანამედროვეობის გაერთიანებისათვის“[7] | ||
| 2013 | ელის მანრო
(დ. 1941 — გ. 2024) |
„როგორც თანამედროვე მოთხრობის ოსტატს“ | ||
| 2014 | პატრიკ მოდიანო
(დ. 1945) |
„მეხსიერების ხელოვნებისათვის, რომლითაც მან გამოავლინა ყველაზე მიუწვდომელი ადამიანის ბედი და აღმოაჩინა ოკუპაციის დროის ადამიანის ცხოვრების სამყარო“ | ||
| 2015 | სვეტლანა ალექსიევიჩი
(დ. 1948) |
„მისი პოლიფონიური ტექსტებისათვის, რომლებიც ჩვენი დროის განსაცდელისა და მხნეობის მონუმენტია“[8] | ||
| 2016 | ბობ დილანი
(დ. 1941) |
„ამერიკული ტრადიციული სიმღერის ფარგლებში ახალი პოეტური გამომსახველობითი ფორმების შექმნისათვის“[8] | ||
| 2017 | კაძუო იშიგურო
(დ. 1954) |
„რომანებში შექმნილი მძაფრი ემოციური ფონისათვის, რომელსაც სამყაროსთან კავშირის ილუზიური გრძნობის მიღმა უფსკრულის გამოაშკარავება ქმნის“[9] | ||
| 2018 | ოლგა ტოკარჩუკი
(დ. 1962) |
„თხრობითი წარმოსახვისათვის, რომელიც წარმოაჩენს საზღვრების გადალახვას, როგორც ცხოვრების ფორმას“[10] | ||
| 2019 | პეტერ ჰანდკე
(დ. 1942) |
„გავლენიანი შემოქმედებისათვის, რომელიც ადამიანური გამოცდილების პერიფერიებსა და სპეციფიკას იკვლევს“[11] | ||
| 2020 | ლუიზა გლიუკი
(დ. 1943 — გ. 2023) |
„მისი შეუცდომელი პოეტური ენისათვის, რომელიც ინდივიდუალურ ეგზისტენციას უნივერსალურს ხდის“[12] |
2021–დღემდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
|---|---|---|---|---|
| 2021 | აბდულრაზაკ გურნა
(დ. 1948) |
„მისი უკომპრომისო და თანაგრძნობით განმსჭვალული თხრობისათვის, რომლითაც იგი კოლონიალიზმის შედეგებსა და კულტურებსა და კონტინენტებს შორის არსებულ უფსკრულში აღმოჩენილ ლტოლვილთა ხვედრს აღწერს“[13] | ||
| 2022 | ანი ერნო
(დ. 1940) |
1901–1910 · 1911–1920 · 1921–1930 · 1931–1940 · 1941–1950 · 1951–1960 · 1961–1970 · 1971–1980 · 1981–1990 · 1991–2000 · 2001–2010 · 2011–დღემდე
ლაურეატი ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]If two countries are listed for one person, then this counts as one-half point for each country. (ინგლისური)
| ქვეყანა | ლაურეატთა რაოდენობა |
|---|---|
| 13,5 | |
| 11 | |
| 10,5 | |
| 8 | |
| 7 | |
| 6 | |
| 5,5 | |
| 3,5 | |
| 3 | |
| 3 | |
| 3 | |
| 2 | |
| 2 | |
| 2 | |
| 2 | |
| 2 | |
| 2 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 1 | |
| 0,5 | |
| 0,5 |
ლაურეატთა ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ენა | ლაურეატთა რაოდენობა | % |
|---|---|---|
| ინგლისური ენა | 26 | 25.00 |
| ფრანგული ენა | 13 | 12.50 |
| გერმანული ენა | 13 | 12.50 |
| ესპანური ენა | 11 | 9.62 |
| იტალიური ენა | 6 | 5.77 |
| შვედური ენა | 6 | 5.77 |
| რუსული ენა | 5 | 4.81 |
| პოლონური ენა | 4 | 3.85 |
| დანიური ენა | 3 | 2.88 |
| ნორვეგიული ენა | 3 | 2.88 |
| ბერძნული ენა | 2 | 1.92 |
| იაპონური ენა | 2 | 1.92 |
| არაბული ენა | 1 | 0.96 |
| ბენგალი | 1 | 0.96 |
| ჩინური ენა | 1 | 0.96 |
| ჩეხური ენა | 1 | 0.96 |
| ფინური ენა | 1 | 0.96 |
| ივრითი | 1 | 0.96 |
| თურქული ენა | 1 | 0.96 |
| უნგრული ენა | 1 | 0.96 |
| ისლანდიური ენა | 1 | 0.96 |
| ოქსიტანური ენა | 1 | 0.96 |
| პორტუგალიური ენა | 1 | 0.96 |
| სერბული ენა | 1 | 0.96 |
| იდიში | 1 | 0.96 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 ქვეყანა, nobelprize.org-ის მონაცემებით. ქვეყანა შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ეროვნებას.
- ↑ ნობელის ფონდის ოფიციალური მონაცემების მიხედვით. ასახულია მდგომარეობა პრემიის გაცემის მომენტში.
- ↑ როდესაც პასტერნაკი 1958 წელს ნობელის პრემიით უნდა დაეჯილდოებინათ, მან დაადასტურა თავისი თანხმობა, თუმცა შემდეგ უარი თქვა საბჭოთა ხელისუფლების ძალდატანებით. შემდგომ მისმა ვაჟმა აიღო მამის კუთვნილი ნობელის პრემია სტოკჰოლმში, სპეციალურად მოწყობილ ცერემონიაზე.
- ↑ ჩვეულებრივ, ნობელის პრემიის ლაურეატთა ოფიციალურ სიაში ეთითება მათი დაბადების ადგილი, თუ იგი ლაურეატის მიერ წარმოდგენილ ქვეყანას არ ემთხვევა. ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია აკლია.
- ↑ ნობელის სიის მონაცემები. პოლონეთი მაშინ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ არსებობდა.
- ↑ Nobel Prize in Literature 2011. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 6 October 2011.
- ↑ Nobel Prize in Literature 2012. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 11 October 2012.
- ↑ 8.0 8.1 Nobel Prize in Literature 2016. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 13 October 2016
- ↑ The Nobel Prize in Literature 2017 – Press Release. Nobel Prize. ციტირების თარიღი: 5 October 2017
- ↑ Nobel Prize in Literature 2018. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 2019-10-10
- ↑ The Nobel Prize in Literature 2019 en-US. ციტირების თარიღი: 2019-10-10
- ↑ The Nobel Prize in Literature 2020 en-US. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი 2020
- ↑ The Nobel Prize in Literature 2021 en-US. ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი 2021
| ||||||||||||||||||