შინაარსზე გადასვლა

გიუნტერ გრასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიუნტერ გრასი
გერმ. Günter Grass
დაბადების თარიღი 16 ოქტომბერი, 1927(1927-10-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16]
დაბადების ადგილი თავისუფალი ქალაქი დანციგი ან გდანსკი[17]
გარდაცვალების თარიღი 13 აპრილი, 2015(2015-04-13)[18] [2] [4] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [15] (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლიუბეკი, გერმანია[18] [17]
დასაფლავებულია Village church Behlendorf
საქმიანობა ლირიკოსი, სცენარისტი, პოეტი[19] , მოქანდაკე[17] , რომანისტი, დრამატურგი[19] [17] , ესეისტი, ავტობიოგრაფი, მხატვარი[19] [17] , გრაფიკოსი[19] [17] , altar server, ილუსტრატორი, მწერალი[19] [17] , მხატვარ-გრავიორი, ფოტოგრაფი[20] , ხელოვანი[17] და ლიბრეტისტი[17]
მოქალაქეობა თავისუფალი ქალაქი დანციგი[21] [22]
 გერმანია[23] [17]
ალმა-მატერი დიუსელდორფის სამხატვრო აკადემია, ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი და Pestalozzischule[24]
Magnum opus თუნუქის დოლი, კატა და თაგვი, ძაღლური წლები, კიბორჩხალის ტრაექტორია, ის რაც უნდა ითქვას, დედალი ვირთაგვა, Last dances და The Call of the Toad
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[25] [26] , გეორგ ბიუხნერის პრემია, ჰერმან კესტენის პრემია, ასტურიის პრინცის ლიტერატურული პრემია, ჰანს ფალადას პრემია, სამუელ ბოგუმილ ლინდეს პრემია, ფონტანეს პრემია, ერნსტ ტოლერის პრემია, ბავარიის აკადემიის სახვითი ხელოვნების ლიტერატურული პრემია, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, გდანსკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Carl von Ossietzky Medal, თომას მანის პრემია, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[27] , honorary doctor of the University of Lübeck, honorary citizen of Gdańsk, Deutscher Kritikerpreis, თეოდორ ჰოისის მედალი[28] , ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, Pipe Smoker of the Year[29] , H.C. Andersen Award[30] , გრინცანე კავურის პრემია, Medaille für Kunst und Wissenschaft (Hamburg), Q105870591?, Eckart Witzigmann Prize, საპატიო დოქტორი და Fritz Bauer Prize
მეუღლე Anna Schwarz[31] , Ute Grass და Anna Grass[17]
შვილ(ებ)ი ჰელენ გრასი
ხელმოწერა
საიტი grass-stiftung.de

გიუნტერ გრასი (გერმ. Günter Grass ან Graß; დ. 16 ოქტომბერი, 1927, დანციგის თავისუფალი ქალაქი — გ. 13 აპრილი, 2015) — გერმანელი მწერალი, მოქანდაკე, მხატვარი, გრაფიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1999).

გიუნტერ გრასი დაიბადა 1927 წლის 16 ოქტომბერს ქალაქ დანციგში (ამჟამად გდანსკი). მისი მშობლები ვაჭრები იყვნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს გაწვეულ იქნა გერმანულ ჯარში და მსახურობდა საავიაციო დანაყოფში. ომის დასრულების შემდეგ 1946 წლამდე ამერიკელთა ტყეობაში გაატარა.

1947–1948 წწ. სწავლობდა ქვისმთლელობას დიუსელდორფში. ამის შემდგომ დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა ქანდაკებასა და ფერწერას. 1953–1956 წლებში ფერწერის შესწავლა გააგრძელა ბერლინის სახვითი ხელოვნების უმაღლეს სკოლაში.

1956–1959 წლებში ცხოვრობდა პარიზში. 1960 წელს დაბრუნდა ბერლინში, სადაც იგი 1972 წლამდე ცხოვრობდა. 1972 წლიდან 1987 წლამდე იგი ჯერ ვესტფალიის, შემდგომ კი შლეზვიგ-ჰოლშტაინის ქალაქებში სახლობდა.

1954 გრასი ცოლად შეირთო ანა შვარცი, რომელსაც 1978 წელს დაშორდა. 1979 წელს ხელმეორედ იქორწინა უტა გრუნერტზე.

1956–1957 წლებში გიუნტერ გრასმა საკუთარი ქანდაკებებისა და გრაფიკული ნაშრომების გამოფენა დაიწყო, ამავე დროს დაიწყო მისი ლიტერატურით გატაცება. იმ დროს გრასი წერდა მოთხრობებს, ლექსებსა და პიესებს, რომელსაც თავად აბსურდის თეატრს მიაკუთვნებდა.

წარმოსახვითი ენით იყო დაწერილი რომანიც „თუნუქის დოლი“ (გერმ. Die Blechtrommel). ამ რომანისთვის მან მიიღო პრემია „ჯგუფი 47“–ის, რომელშიც თვითონაც მოღვაწეობდა 1957 წლიდან. 1960 წელს ქალაქ ბრემენის ლიტერატურული პრემიის ჟიურის სურდა მიენიჭებინა პრემია რომანისთვის, თუმცა ბრემენის სენატი შეეწინააღმდეგა ამას. 1979 წელს რომანის ეკრანიზაცია გამოვიდა (რეჟისორი – ფოლკერ შლიონდორფი). იმავე წელს ფილმმა „თუნუქის დოლი“ მიიღო კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი – ოქროს პალმის რტო, და ასევე „ოსკარი“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.

გიუნტერ გრასისი მეორე რომანმა „კატა და თაგვი“, რომლის მოქმედებაც მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს ქალაქ დანციგში, და მოგვითხრობს ახალგაზრდა იოაჰიმ მალკეს ისტორიას, სკანდალი გამოიწვია. ჰესენის მუშაობისა და ჯანდაცვის მინისტრმა, რომანში ონანიზმის სცენის აღწერის გამო, მოითხოვა ფედერალური ორგანოებისგან ჩაეტარებინათ რომანის კვლევა, როგორც ამორალური შინაარსის მქონე. თუმცა საზოგადოების პროტესტის შემდეგ მინისტრი იძულებული გახდა უკან დაეხია.

არჩევნებში გრასი მხარს უჭერდა გერმანიის სოციალ–დემოკრატიულ პარტიას და შემდგომში მისი წევრიც გახდა 1982 წელს. 1990 წელს იგი გერმანიის გაერთიანების წინააღმდეგ გამოდიოდა. იგი თვლიდა, რომა გაერთიანებული გერმანია კვლავ მილიტარისტულ ქვეყნად აღორძინდებოდა.

1985 წელს გრასმა ჯაზური მუსიკის წარმომადგენელ გიუნტერ ზომერთან ერთად გამოუშვა მრავალი უჩვეულო ჩანაწერი, სადაც იგი კითხულობს საკუთარ ნაწარმოებებს ზომერის მუსიკის თანხლებით.

1999 წელს, 72 წლის ასაკში გიუნტერ გრასმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

2005 წელს ჩამოაყალიბა ლიტერატურული წრე – „ლიუბეკის ლიტერატურული შეხვედრები“. ამჟამად გიუნტერ გრასი ცხოვრობს ქალაქ ლიუბეკში. ლიუბეკშივეა მისი სახლი, რომელშიც ინახება ყველა მისი ხელნაწერი. 2012 წელს მან გამოაქვეყნა ლექსი „ის რაც უნდა ითქვას“, სადაც გააკრიტიკა ისრაელი მისი სამხედრო პროგრამის გამო. შედეგად გრასი ისრაელში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს [32]

ნობელის პრემიის მიღებისას გიუნტერ გრასმა წარმოსთქვა:

„ჩვენ შიშით ვაკვირდებით, რომ კაპიტალიზმი, მას შემდეგ რაც მისი ძმა სოციალიზმი მკვდრად გამოცხადდა, განდიდების მანიითაა შეპყრობილი... “

  • „თუნუქის დოლი“ / Die Blechtrommel (1959)
  • „კატა და თაგვი“ / Katz und Maus (1961)
  • „ძაღლური წლები“ / Hundejahre (1963)
  • „ლოკოკინას დღიურიდან“ / Aus dem Tagebuch einer Schnecke (1972)
  • „შეხვედრა ტელგტეში“ / Das Treffen in Telgte (1979)
  • „ვირთხა“ / Die Rättin (1986)
  • „ჩემი საუკუნე“ / Mein Jahrhundert (1999)
  • „კიბორჩხალას ტრაექტორია“ / Im Krebsgang (2002)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გიუნტერ გრასი“ ვიკისაწყობში.
  • გრასი გიუნტერ გრასი ბიბლიოთეკის WorldCat კატალოგში
  • ინფორმაცია საიტზე gdansk-life.com (ინგლისური)
  • Gaffney, Elizabeth (Summer 1991). „Gunter Grass, The Art of Fiction No. 124“. The Paris Review.
  • O'Hagan, Andrew (2007). „Real Audio interview with Günter Grass and Norman Mailer“. NYPL.
  • „World famous German writer Gunter Grass talks about his controversial masterpiece, The Tin Drum, on World Book Club“. BBC World Service. BBC. 3 October 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო 2013.
  1. Грасс Гюнтер // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. Günter Grass
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 NooSFere — 1999.
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 The Fine Art Archive — 2003.
  11. 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. 12.0 12.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  13. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  14. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  15. 15.0 15.1 Babelio — 2007.
  16. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  17. 17.00 17.01 17.02 17.03 17.04 17.05 17.06 17.07 17.08 17.09 17.10 Catalog of the German National Library
  18. 18.0 18.1 http://www.bbc.com/news/world-europe-32285705
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 The Fine Art Archive
  20. Société des auteurs dans les arts graphiques et plastiques Liste des auteurs au 07/01/2019Société des auteurs dans les arts graphiques et plastiques, 2024.
  21. 105 // Treaty of Peace Between the Allied and Associated Powers and Germany
  22. (unspecified title)
  23. Museum of Modern Art online collection
  24. https://www.gedanopedia.pl/?title=SZKO%C5%81A_IM._PESTALOZZIEGO
  25. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1999/
  26. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  27. https://amu.edu.pl/__data/assets/pdf_file/0015/22731/doktoraty-honoris-causa-UAM-XXw.pdf
  28. https://www.theodor-heuss-stiftung.de/das-archiv/
  29. https://web.archive.org/web/20160305025601/http://www.pfeiferauchen.de/specials/pfeifenraucher-des-jahres/
  30. https://hans-christian-andersen-priskomite.dk/prismodtager/
  31. https://www.lehrer.uni-karlsruhe.de/~za874/homepage/grass.htm
  32. რადიო თავისუფლება