თვითმკვლელობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის თომას ჩათერთონის თვითმკვლელობა (1770), ავტორი ჰენრი უალისი.

თვითმკვლელობა ან სუიციდი — საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა. თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს, და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი მოზარდებსა და 35 წელს ქვევით ახალგაზრდებში, თვითმკვლელობაზე მოდის.[1] დაახლოებით 10-20 მილიონი შემთხვევა კი, არასასიკვდილო შედეგით მთავრდება.[2]

ფრანგ სოციოლოგ ემილ დიურკემის მოსაზრების არსებობს სუიციდის შემდეგი ტიპები:

  • ეგოისტური თვითმკვლელობები - მიეკუთვნება დეპრესიის, ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების გამო ჩადენილი სუიციდის ფაქტები;
  • ანომიური თვითმკვლელობა - ახასიათებს ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეულ სუიციდურ ფაქტებს;
  • ალტრუისტული თვითმკვლელობა - ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო. ეს მაშინ ხდება, როდესაც პიროვნება ისე აიგივებს თავს ვინმესთან, რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია.ძირითადად, ალტრუისტულ თვითმკვლელობას სიყვარულით იმედგაცრუებულები მიმართავენ.
  • ფატალისტური თვითმკვლელობა - ადამიანი სიცოცხლეს ასრულებს საზოგადოებრივი დოგმებისა და სტერეოტიპების გასაპროტესტებლად
  • არსებობს ფარული სუიციდიც, რომელიც ხორციელდება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებით. მათი მიღება თვითდესტრუქციული ქცევაა, რომელიც პირდაპირ მიმართულია სიცოცხლის შემოკლებისკენ. ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება იზრდება სოციალური პრობლემების პროპორციულად, როდესაც ადამიანი მათი მეშვეობით ცდილობს რეალობიდან გაქცევას, თუმცა, სინამდვილეში, მისდა უნებურად, სიცოცხლეს გაურბის.თვითმკვლელობა ხშირად არის დაკავშირებული მძიმე სოციალურ ფონთან: თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფენ ესენია:
    • სულიერი აშლილობა, როდესაც ადამიანი დაავადებული, გაუწონასწორებელია და ეს ორგანული დაზიანებიდან გამომდინარეობს.
    • სტრესი - შესაძლოა, პირმა აფექტის შედეგად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.
    • დეპრესიული მდგომარეობა, როდესაც პირი თავისი არსებობის აზრს ვერ ხედავს, რამაც, შესაძლებელია, თვითგანადგურების გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს - ამით გამოხატავს აგრესიას საკუთარი თავის მიმართ.

სქოლიო[რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.