ზიგმუნდ ფროიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზიგმუნდ ფროიდი
Sigismund Schlomo Freud
დაბ. თარიღი 6 მაისი, 1856
დაბ. ადგილი Flag of the Habsburg Monarchy.svg ფრაიბერგი, ავსტრიის იმპერია
(ამჟამად — პრჟიბორი, მორავია-სილეზიის მხარე, ჩეხეთი)
გარდ. თარიღი 23 სექტემბერი, 1939 (83 წლის)
გარდ. ადგილი გაერთიანებული სამეფოს დროშა ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის დროშა ავსტრია-უნგრეთი

ავსტრიის დროშა ავსტრია

სამეცნიერო სფერო ფსიქიატრია, ნევროლოგია, ფსიქოანალიზი
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი
ცნობილია როგორც ფსიქოანალიზის ფუძემდებელი
ჯილდოები გოეთეს პრემია (1930)


ხელმოწერა

ზიგმუნდ ფროიდი (გერმ. Sigmund Freud, გერ.: [ˈziːkmʊnt ˈfʁɔʏt]; სრული სახელი ზიგმუნდ სოლომონ ფროიდი გერმ. Sigismund Schlomo Freud; დაიბადა 1856 წლის 6 მაისს იმ დროისთვის ავსტრიის იმპერიის ქალაქ ფრაიბერგში (ამჟამად ჩეხეთის ქალაქი პრჟიბორი; გარდაიცვალა 1939 წლის, 23 სექტემბერს, ლონდონში) — ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.

იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. ასევე მისი წვლილი ფსიქოლოგიაში იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ მან ჩამოაყალიბა და განავითარა ფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ლტოლვა, წინააღმდეგობის პრინციპი და გადატანა.) ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი. ფროიდი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში 1939 წლის 23 სექტემბერს სახის კიბოთი, მან 33-ჯერ გაიკეთა ოპერაცია, ბოლო წლები იგი ატარებდა ხახის პროტეზს, მაგრამ მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას. მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი ლექციებს ვეღარ კითხულობდა და ცხადია ვეღარც ფსიქოთერაპიას ეწეოდა კლიენტებთან, რადგან პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა ძალიან დაასუსტა. მისი საყოველთაოდ ცნობილი გარდაცვალების ფაქტი ასეთია: ფროიდმა თავად სთხოვა ექიმს მორფინის ზედმეტი დოზა მიეწოდებინა მისთვის, რადგან იგი ძალიან იტანჯებოდა და ტკივილების გადატანას აზრიც აღარ ჰქონდა. იგი სიკვდილის დროსაც შეგნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ნევროლოგი[რედაქტირება]

ვენის საერთო პროფილის საავადმყოფო ქალაქის შემოგარენში მდებარეობა და დახლოებით ათი ჰექტარი ეკავა მეცხრე ოლქში, სწორედ რინგშტრასეს ჩრდილო-დასავლეთით. ევროპის ეს უმსხვილესი საზოგადოებრივი საავადმყოფო უზარმაზარი, მაგრამ ნახევრად დანგრეულ შენობებში იყო განთავსებული, ამ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველაზე სახელგანთქმული ექიმები მუშაობდნენ. 1884 წელს ზიგმუნდ ფროიდი დაინტერესედა ნევროლოგიით, ფროიდმა პუბლიკაციისთვის საჭირო მასალას თავი მოუყარა ამ კლინიკაში. ვენაში ფროიდს უამრავი პაციენტი ყავდა, ნევრლოგიით დაინტერესების პირველივე შემთხვევა ლეტალურად დასრულდა თერძის შვილმა სუიციდთ დაასრულა სიცოცხლე. ფროიდის კოლეგები უპირველესად განიხილავდნენ ნერვიულ დაავადებებში თავის ტვინის და გონების პრობლემებს. 1884 წელს პროფესორმა თეოდორ მეინერტმა კლინიკაში იგი ზიგმუნდ ფროიდის მასწავლებელი და მფარველი იყო, გამოაქვეყნა ფსიქიატრიის სახელმძღვანელო სახელწოდებით "ტრაქტატი წინა ტვინის სნეულებაზე" ამ დისციპლინაში ტვინის ანატომიას უმთავრესი ადგილი ეკავა, ბრიუკეს ლაბორატორიაში ფროიდი თევზების ცენტრალირ ნერვიულ სისტემაზე მუშაობდა, საერთო საავადმყოფოში კი ადამიანებით დაკავდა.

ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრება (ქრონოლოგია)[რედაქტირება]

  • 1856 წლის 6 მაისი — პატარა ქალაქ ფრეიბერგში (მორავია) დაიბადა სიგიზმუნდ შლომო ფროიდი.
  • 1859 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ლაიფციგში.
  • 1860 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ვენაში.
  • 1865 — ფროიდი სასწავლებლად შედის გიმნაზიაში, რომელიც მდებარეობს ვენურ კვარტალში ლეოპოლდშტადტი.
  • 1873 — გიმნაზიის გამოსაშვებ კლასში ფროიდი კითხულობს გეტეს თხზულებას „ბუნების შესახებ“ და სოფოკლეს ტრაგედიას „მეფე ოიდიპოსი“. იგი იღებს გადაწყვეტილებას, შეისწავლოს მედიცინა ვენის უნივერსიტეტში.
  • 1877 — ფროიდის პირველი მეცნიერული ნაშრომის გამოქვეყნება — „გველთევზების სასქესო ორგანოების შესახებ“.
  • 1878 — ოიზეფ ბრეიერთან მეგობრობის დასაწყისი.
  • 1879 — ერთწლიანი სამსახური ჯარში.
  • 1881 — იღებს დოქტორის ხარისხს.
  • 1882 — ნიშნობა მარტა ბერნეისთან; იწყებს მუშაობას ვენის საქალაქო საავადმყოფოში.
  • 1884 — იკვლევს ავადმყოფების კოკაინით მკურნალობის შესაძლებლობებს.
  • 1885 — სტაჟირება პარიზში შარკოსთან. შარკო წარმატებით იყენებს ჰიპნოზის ტექნიკას და წინ წამოაყენებს ისტერიის ახსნის ახალ მიზეზებს.
  • 1886 — ფროიდი კერძო პრაქტიკას იწყებს ვენაში; ქორწინება მარტა ბერნეისზე.
  • 1887 — ფროიდი სპეციალიზირდება ნერვული დაავადებების მკურნალობაზე ელექტროთერაპიისა და ჰიპნოზის გამოყენებით.
  • 1891 — ნაშრომში „აფაზიის შესახებ“ ფროიდი მეტყველების დარღვევას, რომელიც დაკავშირებულია ტვინის პათოლოგიებთან.
  • 1893 — „ანნა ო.“-ს შემთხვევა; იოზეფ ბრეიერი და ფროიდი ერთად აანალიზებენ პაციენტების ნევროზებს. ზოგჯერ ფროიდის დასკვნები ეფუძნება ბრეიერის მონათხრობებს.
  • 1895 — ბრეიერისა და ფროიდის ბოლო საერთო სტატიაში „ისტერიის კვლევა“ აღწერილია „ანნა ო.“-ს შემთხვევა. შემდგომშო ფროიდი მუშაობს დამოუკიდებლად.
  • 1896 — პირველად გაიჟღერა ტერმინმა „ფსიქოანალიზი“; გარდაიცვალა ფროიდის მამა.
  • 1897 — ფროიდი დაკავებულია თვითანალიზით, რომელმაც მიიყვანა იგი ნევროზების ტრავმატული ბუნების იდეებთან, ბავშვური სექსუალობის და ოიდიპოსის კომპლექსის აღმოჩენამდე.
  • 1899 — დეკემბერში გამოდის „სიზმრები“ (გამოცემის მონაცემებში მითითებულია 1900 წელი). ფროიდის ეს წიგნი შეიცავს თავისი საკუთარი და პაციენტების სიზმრების ანალიზს.
  • 1901 — გამოქვეყნდა „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“.
  • 1902 — ჩამოყალიბდა ფსიქოლოგიური საზოგადოება, რომელიც იკრიბებოდა ოთხშაბათობით.
  • 1905 — „სამი ნარკვევი სექსუალობაზე“, „ისტერიის ანალიზის ფრაგმენტი“ (დორას შემთხვევა), „იუმორი და მისი კავშირი არაცნობიერთან“.
  • 1906 — მეგობრობის დასაწყისი ნიჭიერ შვეიცარიელ ფსიქიატრთან კარლ გუსტავ იუნგთან.
  • 1908 — პირველი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური კონგრესი ზალცბურგში.
  • 1909 — მეგობრებისა და მოსწავლეების თანხლებით ფროიდი მიემგზავრება აშშ-ში ფსიქოანალიზზე ლექციების წასაკითხად.
  • 1912 — წიგნში „ტოტემი და ტაბუ“ ფროიდი წამოაყენებს იდეას, რომ კულტურისა და რელიგიის საფუძველი არის სექსუალური ინსტინქტების განდევნის მექანიზმები.
  • 1914 — იუნგის მიერ კავშირის გაწყვეტა ოფიციალურ ფსიქოანალიტიკურ მიმდინარეობასთან.
  • 1915 — ლექციების კურსი ვენაში „შესავალი ფსიქოანალიზში“.
  • 1919 — შეისწავლის ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ფსიქოლოგიას.
  • 1920 — ქალიშვილ სოფის გარდაცვალება;

წიგნში „კმაყოფილების პრინციპის მეორე მხარეს“ წამოყენებულია ახალი ცნება „სწრაფვა სიკვდილისკენ“ — ინსტინქტი, რომელიც კონფლიქტში მოდის სიცოცხლის ინსტინქტთან.

  • 1921 — გამოქვეყნდა „მასების ფსიქოლოგია და მე-ს სფეროს ანალიზი“.
  • 1923 — წიგნში „ეგო და იდი“ ფროიდი პირველად აღწერს სრულად ფსიქიკის სტრუქტურას — „ეგო“, „სუპერ-ეგო“, „იდი“; ექიმები ფროიდს დიაგნოზს უსვამენ: პირის ღრუს კიბო; საყვარელი შვილიშვილი, 4 წლის ჰაინცის სიკვდილით გამოწვეული დეპრესია.
  • 1925 — მეგობრობის დასაწყისი ბერძენ ქალთან მარია ბონაპარტთან.
  • 1926 — წიგნში „განდევნა, სიმპტომები და შიშები“ წამოყენებულია ახალი თეორია შიშისა, როგორც „ეგო“-ს დაცვის მექანიზმი.
  • 1927 — გამოქვეყნდა „ერთი ილუზიის მომავალი“. ფროიდი აცხადებს, რომ არ იღებს არცერთ რელიგიას და ამტკიცებს თავის ათეიზმს.
  • 1930 — ნაშრომში „უკმაყოფილება კულტურით“ ფროიდი მსჯელობს ადამიანის მოთხოვნილებების და საზოგადოების მოთხოვნების დრამატულ შეუსაბამობაზე.
  • 1932 — მიმოწერა აინშტაინთან, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა სათაურით „რატომ ომი?“.
  • 1933 — ბერლინში ფაშისტები წვავენ ფროიდის წიგნებს ლოზუნგით „სექსუალური ცხოვრების სულის დამანგრეველი გადაფასების წინააღმდეგ და ადამიანის სულის კეთილშობილებისთვის“; ავსტრიის შეერთება გერმანიასთან;
  • 1936 — ფროიდის 80 წლის იუბილე. ბრიტანეთის სამეფო საზოგადოება ირჩევს მას წევრ-კორესპონდენტად.
  • 1938 — ფროიდი მეუღლესთან და ქალიშვილ ანნასთან ერთად საცხოვრებლად გადადის ლონდონში, რაშიც მას დაეხმარა მარია ბონაპარტი. ფროიდი განაგრძობს პაციენტების მიღებას და მუშაობს წიგნზე „ადამიანი მოსე და მონოთეისტური რელიგია“.
  • 1939 წლის 23 სექტემბერი — ფროიდი გარდაიცვალა ლონდონში.

ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Paul Ferris Dr.Freud.First edition.June.1998.