ლუიჯი პირანდელო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლუიჯი პირანდელო
Luigi Pirandello 1932.jpg
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1867(1867-06-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18]
დაბადების ადგილი აგრიჯენტო, სიცილია[1] [16]
გარდაცვალების თარიღი 10 დეკემბერი, 1936(1936-12-10)[19] [2] [4] [5] [6] [7] [10] [11] [20] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი რომი[19] [16]
საქმიანობა დრამატურგი[17] [18] , მწერალი[16] [17] [18] , პოეტი[16] [17] [18] , რომანისტი, სცენარისტი[17] , ავტორი და რეჟისორი[18]
ენა გერმანული ენა და იტალიური ენა[2]
ეროვნება იტალიელები
მოქალაქეობა Flag of Italy (1861-1946).svg იტალიის სამეფო
ალმა-მატერი ბონის უნივერსიტეტი
Magnum opus L'Esclusa, The Turn, Ma non è una cosa seria, ერთი, არა ერთი და ასი ათასი, Six Characters in Search of an Author, Novels for a year, The Late Mattia Pascal, Clothing The Naked და Henry IV
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[21] [22]
მეუღლე მარია ანტონიეტა პორტულანო
შვილ(ებ)ი ფაუსტო პირანდელო და სტეფანო პირანდელო
ხელმოწერა Pirandello firma.png

ლუიჯი პირანდელო (იტალ. Luigi Pirandello; დ. 28 ივნისი, 1867, აგრიჯენტო — გ. 10 დეკემბერი, 1936, რომი) — იტალიელი დრამატურგი, რომანისტი, ესეისტი და პოეტი. პირანდელოს უდიდესი წვლილი მისი პიესებია. 1934 წელს პირანდელოს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში, „მისი შეუპოვარი და გონებამახვილური შემოქმედებისათვის დრამასა და სასცენო ხელოვნებაში“. მწერლის შემოქმედება მოიცავს რომანებს, ასობით პატარა მოთხრობასა და 40 პიესას, რომელთაგანაც ზოგიერთი სიცილიურადაა დაწერილი. პირანდელოს ტრაგიკული ფარსები ხშირად განიხილება, როგორც აბსურდის თეატრის წინამორბედები.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირანდელო 1884 წელს.

პირანდელო დაიბადა მაღალი კლასის ოჯახში გირგენტის ღარიბ გარეუბანში ( ქალაქი აგრიჯენტო, სიცილიის სამხრეთ ნაწილში). მისი მამა, სტეფანო, გოგირდის ინდუსტრიაში ჩართულ მდიდარ ოჯახს მიეკუთვნებოდა, ხოლო მისი დედა, კატერინა რიჩი გრამიტო, ასევე წარმოსადეგი ოჯახიდან იყო, წარმოშობით აგრიჯენტოს ბურჟუაზიული კლასის ოჯახიდან. ორივე ოჯახი, პირანდელოებისა და რიჩი გრამიტოების, იყო სასტიკი ანტიბურბონული დამოკიდებულების მქონე და აქტიურად მონაწილეობდნენ გაერთიანებისათვის ბრძოლაში და დემოკრატიის ჩამოყალიბებაში ( „იტალიისს გაერთიანება “). სტეფანომ მონაწილეობა მიიღო ათასის ცნობილ ექსპედიციაში, მოგვიანებით გაჰყვა ჯუზეპე გარიბალდის ასპრომონტის ბრძოლამდე. ხოლო, კატერინა, რომელმაც ძლივს მიაღწია ცამეტი წლის ასაკს, იძულებული გახდა მამამისთან ერთად გამგზავრებულიყო მალტაში, სადაც იგი გადაასახლა ბურბონთა მონარქიამ.

პირანდელომ დაწყებითი განათლება მიიღო სახლში. ის მოხიბლული იყო ზღაპრებითა და ლეგენდებით, რომლებსაც მისი მოხუცი მსახური მარია სტელა მას უყვებოდა. მის მიერთ მოთხრობილი ჯადოსნური ლეგენდები უფრო საინტერესო იყო, ვიდრე აკადემიური და სამეცნიერო სწავლებანი. თორმეტი წლის ასაკში მან უკვე დაწერა თავისი პირველი ტრაგედია. მამის დაჟინებით იგი დარეგისტრირდა ტექნიკურ სკოლაში, მაგრამ საბოლოოდ გადავიდა გიმნაზიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა შესასწავლად, რაც ყოველთვის იზიდავდა მას.

1880 წელს პირანდელოს ოჯახი საცხოვრებლად პალერმოში გადავიდა. სწორედ აქ, სიცილიის დედაქალაქში, ლუიჯიმ დაასრულა საშუალო სკოლა. შემდეგ მან პირველი ლექსების წერა დაიწყო და შეუყვარდა ბიძაშვილი ლინა.

ამ პერიოდის განმავლობაში დაიწყო ლუიჯისა და მამამისს შორის სერიოზული გაუცხოების პირველი ნიშნები. ლუიჯი არ ენდობოდა მამას და არ მოსწონდა მისი უხეში ქცევები, დედისადმი მისი დამოკიდებულება კი საპირისპირო იყო. 1915 წელს მის საკუთარ რომანშიც ასახა მისი დამოკიდებულებები მშობლის გარდაცვალების შემდეგ.

მისი ბიძაშვილის მიმართ რომანტიკული გრძნობები ლინას ოჯახმა მოულოდნელად სერიოზულად მიიღო. მათ მოითხოვეს, რომ ლუიჯის მიეტოვებინა სწავლა და მიეძღვნა თავი გოგირდის ბიზნესისათვის, რათა იგი დაუყოვნებლივ დაქორწინებულიყო მასზე. 1886 წელს სკოლიდან შვებულების დროს, ლუიჯი წავიდა პორტო-ემპედოკლეს გოგირდის მაღაროების მოსანახულებლად და მამამისთან დაიწყო მუშაობა. ქორწინება, რომელიც გარდაუვალი ჩანდა, გადაიდო.

შემდეგ პირანდელო დარეგისტრირდა პალერმოს უნივერსიტეტში სამართლისა და დამწერლობის განყოფილებებში. [23]

უმაღლესი განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1887 წელს, მას შემდეგ რაც საბოლოოდ აირჩიეს დამწერლობის განყოფილებაში, იგი სწავლის გასაგრძელებლად გადავიდა რომში . [24]

ლათინური ენის პროფესორთან კონფლიქტის გამო, იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა რომის უნივერსიტეტი და წარადგინა განაცხადი ბონის უნივერსიტეტში. ბონში ყოფნა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

1891 წლის მარტში მან მიიღო დოქტორის ხარისხი რომანულ ფილოლოგიაში [25]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცილიაში მცირეხნიანი მოგზაურობის შემდეგ, რომლის დროსაც ბიძაშვილთან დაგეგმილი ქორწინება საბოლოოდ შეწყდა, იგი დაბრუნდა რომში, სადაც დაუმეგობრდა მწერალ-ჟურნალისტთა ჯგუფს. მან ცოლად შეირთო მორცხვი, გულჩათხრობილი გოგონა - მარია ანტონიეტა პორტულანო, რომელსაც ასწავლიდნენ სან-ვინჩენკოს მონაზვნები.

ოჯახური უბედურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903 წელი ფუნდამენტური იყო პირანდელოს ცხოვრებაში. არაგონას გოგირდის მაღაროში წყალდიდობის გამო, რომელშიც მის მამას, სტეფანოს, ჰქონდა უზარმაზარი ინვესტიცია და კაპიტალი, დააჩქარა ოჯახის ნგრევა და ფინანსური დაღმასვლა. ანტონიეტამ ამ ამბის გაგებისას განიცადა ისეთი ფსიქოლოგიური შოკი, რომ საბოლოოდ შეირყა მისი გონებრივი წონასწორობა და ეს პრობლემა სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავდა.

პირანდელო, რომელიც თავდაპირველად თვითმკვლელობის მცდელობებით იტანჯებოდა, შეეცადა სიტუაციის მაქსიმალურად გამოსწორებას. ის ასწავლიდა მოსწავლეებს, მუშაობდა ჟურნალში, თარგმნიდა ნოველებს. 1905 წელს გერმანულად თარგმნილმა პროზამ გზა გაუხსნა ცნობადობისა და დიდებისაკენ. მან დაიწყო ნოველებისა და ესეების გამოქვეყნება.

პირველი მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის მიერ პირველ მსოფლიო ომში შესვლის შემდეგ, პირანდელოს ვაჟი ტყვედ აიყვანეს ავსტრია-უნგრელებმა. პირანდელო აგრძელებდა დრამატურგის კარიერას.

1919 წელს პირანდელომ ცოლის მდგომარეობა დამძიმდა და მან იგი გადაიყვანა თავშესაფარში. [26] ცოლისგან გამიჯვნამ, მიუხედავად მისი საშინელი ეჭვიანობისა და ჰალუცინაციებისა, დიდი ტანჯვა მოუტანა პირანდელოს, რომელიც, ჯერ კიდევ 1924 წლის ბოლოს, თვლიდა, რომ მას მაინც შეეძლო მეუღლის სწორად მოვლა სახლში. ანტონიეტას თავშესაფარი აღარასოდეს დაუტოვებია.

1920 წელი იყო კომედიების წელი იყო. 1921 წელს მან დადგა ექვსი პერსონაჟი ავტორის ძებნაში . ეს იყო საშინელი მარცხი. საზოგადოება დაიყო მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად. ავტორმა, რომელიც სპექტაკლს ესწრებოდა მის ქალიშვილთან, ლიტასთან ერთად, გვერდითი გასასვლელიდან დატოვა დარბაზი, რათა მტრების სიმრავლეს დასხლტომოდა. ამავე დრამას დიდი წარმატება ხვდა წილად მილანში წარმოდგენისას. 1922 წელს მილანში ენრიკო IV პირველად შესრულდა და წარმატებით აღიარეს უნივერსალურად. ასევე წარმატებით ჩამოყალიბდა პირანდელოს საერთაშორისო რეპუტაცია. სეის პერსონაჟი შესრულდა ლონდონში და ნიუ-იორკში.

იტალია ფაშისტების მმართველობის ქვეშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1925 წელს,პირანდელომ მუსოლინის დახმარებით, შეითავსა მხატვრული მიმართულება და მიიღო საკუთრებაში რომის სამხატვრო თეატრი ( Teatro d'Arte di Roma). მან საკუთარი თავი აღწერა შემდეგნაირად: „ფაშისტი, რადგან მე ვარ იტალიელი“. მუსოლინისადმი თავდადებისთვის, სატირულ ჟურნალ ილ ბეჩო გიალოს ეწოდა პ. რანდელო ( იტალიაში რანდელო ნიშნავს კლუბს ). [27]

მან საჯაროდ გამოხატა აპოლიტიკური რწმენა და თქვა: „მე ვარ აპოლიტიკური, მე მხოლოდ ადამიანი ვარ მსოფლიოში. . . “ [28] მას განუწყვეტელი კონფლიქტები ჰქონდა ცნობილ ფაშისტ ლიდერებთან. 1927 წელს მან ფაშისტური წევრობის ბარათები დაგლიჯა ფაშისტური პარტიის გენერალური მდივნის წინაშე. [29] სიცოცხლის დარჩენილი პერიოდი პირანდელოს ყოველთვის უთვალთვალებდა ფარული ფაშისტური პოლიციის OVRA .

პირანდელო 1929 წელს დაინიშნა იტალიის აკადემიკოსად, ხოლო 1934 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში, მას შემდეგ რაც იტალიის სამეფო აკადემიის წევრმა გულიელმო მარკონიმ წარადგინა იგი . [30] იგი იყო ერთადერთი იტალიელი დრამატურგი 1997 წლის 9 ოქტომბრამდე, რომელიც აირჩიეს ჯილდოსთვის. [31]

პირანდელო გარდაიცვალა მარტო საკუთარ სახლში ვია ბოსიოში, რომში, 1936 წლის 10 დეკემბერს. [32]


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Giudice, Gaspare. Luigi Pirandello, UTET, 1963.
  • Baccolo, L. Pirandello. Milan: Bocca. 1949 (second edition).
  • Di Pietro, L. Pirandello. Milano: Vita e Pensiero. 1950. (second edition).
  • Ferrante, R. Luigi Pirandello. Firenze: Parenti. 1958.
  • Gardair, Pirandello e il Suo Doppio. Rome: Abete. 1977.
  • Janner, A. Luigi Pirandello. Firenze, La Nuova Italia. 1948.
  • Monti, M. Pirandello, Palermo: Palumbo. 1974.
  • Moravia. A. "Pirandello" in Fiera Leteraria. Rome. 12 December 1946.
  • Pancrazi, P. "L'altro Pirandello" In Scrittori Italiani del Novecento. Bari: Laterza. 1939.
  • Pasini. F. Pirandello nell'arte e nella vita. Padova. 1937.
  • Podestà. G. "Kafka e Pirandello", Humanitas, XI, 1956, pp. 230–44.
  • Sarah Zappulla Muscarà, Enzo Zappulla, Pirandello e il teatro siciliano, Giuseppe Maimone Editore, Catania 1986.
  • Mirella Maugeri Salerno, Pirandello e dintorni, Giuseppe Maimone Editore, Catania, 1987.
  • Sarah Zappulla Muscarà (a cura di), Narratori siciliani del secondo dopoguerra, Giuseppe Maimone Editore, Catania 1990.
  • Elio Providenti (a cura di), Archeologie pirandelliane, Giuseppe Maimone Editore, Catania, 1990.
  • Carlo Schirru, Per un’analisi interlinguistica d’epoca: Grazia Deledda e contemporanei, Rivista Italiana di Linguistica e di Dialettologia, Fabrizio Serra editore, Pisa-Roma, Anno XI, 2009, pp. 9–32.
  • Virdia. F. Pirandello. Milan:Mursia. 1975.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118594567 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. 6.0 6.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 1987. — ISBN 978-85-7979-060-7
  7. 7.0 7.1 Nationalencyklopedin — 1999.
  8. Find a Grave — 1995.
  9. autori vari Dizionario Biografico degli Italiani — 1960.
  10. 10.0 10.1 Discogs — 2000.
  11. 11.0 11.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  12. 12.0 12.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  13. 13.0 13.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  14. 14.0 14.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  15. 15.0 15.1 Roglo — 1997. — 8549233 ეგზ.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 Archivio Storico Ricordi — 1808.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 BeWeB
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 The Fine Art Archive — 2003.
  19. 19.0 19.1 Елина Н. Г. Пиранделло Луиджи // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1975. — Т. 19 : Отоми — Пластырь. — С. 549.
  20. filmportal.de — 2005.
  21. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1934/
  22. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  23. Biografia di Luigi Pirandello , Biblioteca dei Classici italiani di Giuseppe Bonghi (Accessed 2 November 2010)
  24. Luigi Pirandello. ციტირების თარიღი: 2019-02-04
  25. Bergin, Thomas G (1976). „Pirandello, Luigi“. William D. Halsey. Collier's Encyclopedia. 19. New York: Macmillan Educational Corporation. pp. 76–78.
  26. Nichols, Nina daVinci (1995-01-01). Pirandello and Film (en). U of Nebraska Press. ISBN 0803233361. 
  27. Chiesa, Adolfo (1990) La satira politica in Italia: con un'intervista a Tullio Pericoli, p.38
  28. Giudice, p. 422.
  29. Giudice, p. 413.
  30. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  31. . 10 October 1997. აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)
  32. Giudice, pp. 117, 158.